გორში ბუნებრივი აირის ნამწვით ქალი გარდაიცვალა

გორში 60-წლამდე ქალი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი სახლის აბაზანაში ნახეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

მსგავსი თემები