ბრუნდება თუ არა ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში?! – „შემოთავაზება 2012-შიც მქონდა“ –  მედიკოსის გეგმები

„ერთიდაიმავე მდინარეში არ შედიან 3-ჯერ, არანაირი სურვილი მაქვს, პოლიტიკაში დავბრუნდე“ – ასე უპასუხა მედიის კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, იმ პოზიციაზე, რასაც დღეს იკავებს, თავს კარგად გრძნობს და ცვლილებებს არ გეგმავს.

„მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლამდე. მეორედ ამისი შემოთავაზება იყო 2012-ში. 69 წლის ვარ, ჩემთვის ეს ყველაფერი გავლილი გზაა, დამთავრებული.  ვცდილობ, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ. მაქვს ძალიან ბევრი გეგმა… ხედავთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონია თურმე სერიოზული მნიშვნელობა ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში. მგონი ძალიან კარგ ადგილზე ვარ. არანაირი სურვილი მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების. ერთიდაიმავე მდინარეში არ შედიან სამჯერ“ – განაცხადა გამყრელიძემ.   

მსგავსი თემები