“ბოკერიასა და ბაქრაძეს ლომის წილი მიუძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში” – როლანდ ახალაია

ყოფილი დეპუტატი, როლანდ ახალია გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძეს მისი ოჯახის საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს.

ახალაია პოლიტიკური ამნისტიის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ლიდერების განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“რამდენიმე დღეა, ვწერ და ისევ ვშლი პოსტებს, გამოუქვეყნებლად. მაინც გადავწყვიდე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ბოკერია-ბაქრაძის ინიციატივაზე. არც ერთი არ მყავს მეგობრებში, მაგრამ ვიცი „ჩიტები“ მიუტანენ ამბავს. ნაძირლობა ცუდია, მაგრამ ის უფრო უარესია, როცა ფსკერს ქვემოთაა. წლებია, ხმა არ ამოგიღიათ თქვენ თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის პირდებით პოლიტიკურ ამნისტიას, ალბათ, თქვენ თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლებ წვლილი მიგიძღვით მათი პოლიტიკურ დევნაში. თქვენი წინასწარი განზრახულობაც ხომ ეგ იყო, რამდენიმე პირისთვის შეგეხოცათ ხელი და გათეთრებულები დარჩენილიყავით. მიუხედავად იმისა, ივანიშვილთან გარიგებულები ხართ, მაინც წარმოუდგენლად მიმაჩნია თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და თქვენი გადასაწყვეტი იყოს, ვინ იქნება უფრო მაღლა, თქვენ თუ კანონი.

ნუ გვაღიზიანებთ გამწარებულ ოჯახებს, თორემ ეს უსამართლობით გამოწვეული ისედაც პიკზე მყოფი „აგრესია“ თქვენკენ მობრუნდება და მაინც არ გისურვებთ მის განცდას, მიუხედავად იმისა, ლომის წილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში. ეს არაა ლიტონი სიტყვები და ის აღსრულებადია. ამაში დარწმუნდებით, როცა შესაფერისი დრო დადგება. საჯაროდ არაფერი გვითქვამს. ეს არ ნიშნავს იმას, არ ვიცოდეთ, რა ხდებოდა ჩვენს თავს და ვის რა წვლილი მიუძღვით. არაფერი არ იმალება ხოლმე მით უმეტეს, ჩვენნაირ ერში.

და ბოლოს, ძაან რომ არ გამიგრძელდეს. დღემდის არაფერი მითქვამს და აზრიც არა აქვს, მაგრამ მაინც ვიტყვი. გუნავა შე არარაობავ, რა გადაგიხადეს ამდენი, რომ ყველაფერი გაყიდე, რისი გაყიდვაცაა შესაძლებელი. რას ეტყვი შენს შვილებს, როცა წამოიზრდებიან. არ მგონია, ყველა ბუნებით შენ დაგემსგავსოს და ნამუს-უნამოსობა არ გაარჩიონ. როგორ, როგორ, თანაცხოვრობ შენი სიყრმის მეგობრების მტრებთან და რა ნამუსით შეგაქვს, მათგან ნაბოძები და ღალატის სუნით გაჟღენთილი „სიკეთე“ ოჯახში.

ბოდიშს გიხდით ფეისბუქ მეგობრებო. უბრალოდ, პატარა ამონახეთქია იმ უსამართლობისა და ღალიტისაგან დაგროვილი მუხტისა, რასაც შვიდი წელია, თან ვატარებ. შეიძლება, ზოგს მოეწონოს ზოგს არა, მაგრამ ვერ იტევს გული ამდენ პირადი კეთილდღეობისათვის მებრძოლი არაკაცების მოღალატურ ქმედებებს. მწამს, აუცილებლად დადგება ჟამი მოკითხვისა, თუ განკითხვისა. თუ ბედმა მარგუნა, მოვესწრები. თუ არადა, ცხოვრება გრძელდება და მომკითხავი მუდამ იქნება“, – წერს როლანდ ახალაია სოციალურ ქსელში.

ცნობისთის, რამდენიმე დღის წინ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, განაცხადა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. ბოკერიას ამ განცხადებას ერთიანი ნაციონალური ლიდერების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

მსგავსი თემები