ავლაბარში, ძველი ავტოფარეხების ადგილს თანამედროვე პარკინგი დაიკავებს

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, ავლაბარში, ქეთევან წამებულის N76- ში შვიდი ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელთა ნაცვლად, საცხოვრებელი კორპუსის ეზო მოწესრიგდება და თანამედროვე პარკინგი მოეწყობა.

როგორც ისნის გამგეობაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, გამგეობამ, მიმდინარე წელს 11 ავტოფარეხის დემონტაჟი ორ მისამართზე განახორციელა. “გვერდითა ეზოში, სადაც ოთხი ფარეხი დავშალეთ, სკვერის მოწყობა უკვე დაწყებულია. ანალოგიურად, მოსახლეობასთან შეთანხმებით, ამ მისამართზეც გავალამაზებთ ეზოს და მოვაწყობთ თანამედროვე პარკინგს. დიდი იმედი მაქვს, ამ მხრივ მოსახლეობა წელსაც აქტიური იქნება “, – განაცხადა ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძემ.

მსგავსი თემები