ხვალიდან, საქართველოს მასშტაბით დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება

“როგორც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა უკვე აცნობა, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება”, – ამის შესახებ თბილისის მერის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მერიიდან აცნობეს, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან,  მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სატრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომეტებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.

“იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მუნიციპალური ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით შევძლებთ მოსახლეობის მომსახურებას.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსის“ მენეჯმენტთან, რათა მათ მოახერხონ, რომ არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები.

ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და  უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ ორი უკანა კარით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის.

ხვალიდან, ასევე, დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს.

თბილისის მერია შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურ რეჟიმში მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის, თუმცა ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება, როგორც სახელმწიფოს გამართული მუშაობა, ისე საზოგადოების კონსოლიდაცია, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ქართველებს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ მძიმე მომენტებში შეგვიძლია გაერთიანება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამ სიტუაციაში კი, რაც ასევე, განსაკუთრებულად მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს, ეს დისციპლინა, თანმიმდევრულობა და რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებაა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს,  განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებას, დაიცვათ რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის, მუნიციპალური სერვისებით  ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში”, – ნათქვამია თბილისის მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

3 Thoughts to “ხვალიდან, საქართველოს მასშტაბით დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება”

  1. Thankyou for helping out, superb information.

  2. I am constantly browsing online for posts that can benefit me. Thanks!

  3. Hmm is anyone else experiencing problems with the pictures on this blog loading? I’m trying to find out if its a problem on my end or if it’s the blog. Any feed-back would be greatly appreciated.