სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, კერძო სკოლამ მოსწავლეები „დაატყვევა“ და საჯაროში არ უშვებს

პანდემიის გამო, განათლების სისტემაში შექმნის ურთულეს პრობლემებს „მედიაცენტრმა მთავარმა“ არაერთი სტატია დაუთმო. სერიებად ვაგრძელებთ იმ პრობლემების გაშუქებას, რომელიც კულმინაციური და სენსაციური აღმოჩნდა. კერძოდ, საუბარია ერთ-ერთ კერძო სკოლაზე, რომელმაც პანდემიის გამო, სწავლის საფასურის გადაუხდელობისთვის, სკოლის მოსწავლეები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაატყვევა და საჯარო სკოლაში გადასვლის საშუალებას არ აძლევს.

ისტორია შემდეგია. პანდემიის გამო, მშობელთა ნაწილმა სამსახური დაკარგა, ნაწილი კი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. შესაბამისად, მშობლებს, რომლებსაც შვილები კერძო სკოლაში დაჰყავდათ, სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სკოლაში არ დადიან და სახლიდან ერთვებიან „ონლაინ გაკვეთილებში, მიუხედავად იმისა, რომ მშობლების დატვირთვა და ხარჯი გაიზარდა; მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლებს ხარჯი (ადმინისტრაციული, კომუნალური, კვების და ა.შ.) შეუმცირდა, ისინი მშობლებს შეღავათებს თითქმის არ უკეთებენ, თუ არ ჩავთვლით 50, მაქსიმუმ 80 ლარის დაკლებას რაც სწავლის საფასურის 10%-იც არ არის.

ძალიან ბევრი მშობელი იძულებული გახდა, დაეწყო საჯარო სკოლის ძიება, რომელიც მათ შვილს მიიღებდა. ერთ პრობლემა სწორედ აქ წააწყდნენ. კერძოდ: „სხვა გამოსავალი არ დამიტოვა ჩემმა სკოლამ, არა თუ გადასახადის განახევრებაზე, 20%-იან დაკლებაზეც კი არ მიდის იმ ფონზე, რომ ხარჯები შეუმცირდა და გარდა ამისა, სახელმწიფოსგანაც სხვადასხვა შეღავათს იღებს. დამირეკეს და მომთხოვეს დღის ბოლომდე, სასწრაფოდ გადამეხადა სწავლის საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ამოვრიცხავთო სკოლიდან. სხვა გამოსავალი არ მქონდა, დავიწყე საჯარო სკოლების ძიება, რომელიც ჩემს შვილებს (2 მყავს) მიიღებდა, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერსად დავარეგისტრირე)“ – გვიყვება მშობელი.

აღნიშნული ისტორიის გაგრძელებაა მეორე მშობელი, რომელმაც ანალოგიური ისტორია გაიარა, თუმცა, პირველისგან განსხვავებით, მოძებნა საჯარო სკოლა, რომელიც მის შვილს მიიღებდა. პრობლემას კი კერძო სკოლაში წააწყდა, რომელმაც ულტიმატუმი წაუყენა.

„როგორც იქნა, ვნახე სკოლა, რომელიც ჩემს შვილებს მიიღებდა. თუმცა, ამჯერად პრობლემას ის კერძო სკოლა მიქმნის, სადაც ჩემი შვილების სწავლობენ. ვითარება ასეთია – კერძო სკოლა მეუბნება დავალიანება დაფარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საბუთებს არ გაგატანთო. 61-ე სკოლამ მოთხოვნაც კი გაუგზავნა  ბავშვის გადაყვანაზე, თუმცა, კერძო სკოლა არ უდასტურებს. განათლების სამინისტროსაც მივმართე, თუმცა, მეუბნებიან, ჩვენ არ გვეხება კერძო სკოლაა და ხელშეკრულება ერთმანეთთან გააფორმეთო“.

ეს არ არის ერთეული და გამონაკლისი შემთხვევები. პანდემიის გამო, არაერთი ოჯახი აღმოჩნდა ამ ურთულეს ვითარებაში, რომლითაც ზოგიერთი კერძო სკოლა სარგებლობს და ბავშვებს სკოლისა და განათლების გარეშე ტოვებს. ეს არის საკითხი, სადაც სახელმწიფოს, კერძოდ, შესაბამისი სამინისტროს ჩართულობა აუცილებელია, თუმცა, როგორც სხვა შემთხვევებში, განათლების სამინისტრო საკითხს ამჯერადაც ვერც ხედავს და ვერც ამჩნევს.

უფრო მეტიც, თითქმის ერთ თვე გავიდა, რაც „მედიაცენტრმა მთავარმა“ სამინისტროს აღნიშნული და სხვა, კერძო სკოლებთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა, განცხადების ნომერი:  MES2272, თუმცა, სამინისტრო ისევ დუმს. მას კითხვებზე პასუხები არ გააჩნია.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, წყაროს და ბმულის მითითება აუცილებელია.          

მსგავსი თემები

5 Thoughts to “სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, კერძო სკოლამ მოსწავლეები „დაატყვევა“ და საჯაროში არ უშვებს”

  1. custom masks Supplier

    This website truly has all the info I needed concerning this subject and didn at know who to ask.

  2. best is is levitra

    a1ec is approved canada

  3. jet lag remedies is

    a1ec is being online is safe

  4. [url=http://lisinopril10.com/]lisinopril[/url] [url=http://kamagra10.com/]cheap kamagra[/url] [url=http://cafergotbuy.com/]cafergot[/url] [url=http://vardenafil20.com/]vardenafil[/url] [url=http://tadalafil365.com/]tadalafil 10 mg[/url]

  5. [url=https://doxycycline200.com/]doxycline[/url]