სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება, შემოწმება იწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რამდენიმე დღეში, იმ შენობა-ნაგებობების გამოვლენას დაიწყებს, რომლბსაც უსაფრთხოების კუთხით გარკვეული პრობლემები აქვს. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ჯარიმა 500-დან 10 000 ლარამდე იქნება.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სანქციები:
• სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა 500 ლარის ოდენობით;
• იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა 1000 ლარის ოდენობით;
• შიდახანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებისთვის სახანძრო უსაფრთხოების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით;
• საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების, ხანძრის ავტომატური ქრობისა და სახანძრო სიგნალიზაციის არქონა 1000 – 5000 ლარამდე;
• შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით;
• კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესებისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა 5000 – 10000 ლარამდე;
• სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით;
• საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა 3000 ლარის ოდენობით;
• წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრატების მოვლა-პატრონობისთვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა 3000 – 5000 ლარამდე;
• საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ხელის შეშლა 1000 ლარის ოდენობით. შემოწმება 14 თებერვლიდან დაიწყება.

მსგავსი თემები