რატომ ვერ ხედავს პროკურატურა მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიების დაწყების საფუძველს – უწყების განცხადება

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც განმარტებულია, რატომ ვერ ხედავს საგამოძიებო უწყება ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის განცხადებაზე გამოძიების დაწყების საფუძველს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ, თუ განმცხადებელი, გამოძიების დაწყებამდე, თავადვე უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები ვერ შეაფასებენ ამგვარ უარყოფილ ინფორმაციას, როგორც დანაშაულის ნიშნების შემცველს.

“პირთა პოლიტიკური შეხედულებები, მოსაზრებები, ეჭვები, სურვილები თუ სხვა რაიმე შეფასებითი ხასიათის გამონათქვამები სცილდება სამართლებრივი სივრცის ფარგლებს. კონკრეტულ პირთა განცხადებები, მათი ავტორიტეტის თუ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერის/ცნობადობის შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილისთვის, თუმცა ისინი ვერ დაექვემდებარება სამართლებრივ შეფასებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აწესებს მხოლოდ კონკრეტული ფაქტების შეფასების უფლებამოსილებას.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის სამართლებრივი შეფასების დროს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, თუ გავრცელებული ინფორმაციის რა ნაწილი შეიცავს კონკრეტული ფაქტების აღწერას. აუცილებელია გაირკვეს, თუ მოცემული ფაქტებიდან რომელი უკავშირდება დანაშაულებრივ ქმედებებს, მიუთითებს თუ არა ფაქტები კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე. ამასთან, განცხადებათა სიმრავლის შემთხვევაში საჭიროა თითოეული მათგანი შეფასდეს როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად და საბოლოოდ ჩამოყალიბებული ფაქტები დაექვემდებაროს შეფასებას.

სატელეფონო ინტერვიუს დროს მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და რამდენიმე სასულიერო პირი განიხილავდნენ პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს.
აღნიშნული განცხადება, პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის ნაწილში, მეუფე იაკობმა მეორე დღესვე უარყო. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ მეუფე იაკობის ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც მან თავადვე დაადასტურა, რის გამოც სამართლებრივად ის ვერ დაედებოდა საფუძვლად გამოძიების დაწყებას.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომელიც ეხებოდა პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს, ამ ნაწილშიც მეუფე იაკობის განცხადებები არაერთ უზუსტობასა  თუ წინააღმდეგობრივ დებულებებს შეიცავს. მეუფე იაკობის მიერ შეხვედრაზე დამსწრეთა შორის დასახელებულმა პირებმა, (როგორც სასულიერო, ისე საერო პირმა) საჯაროდ კატეგორიულად უარყვეს არა თუ პატრიარქის გადაყენების საკითხის განხილვა რაიმე შეხვედრაზე, არამედ თავად ამგვარი შეხვედრაც კი. აღნიშნული  ფაქტობრივად გამორიცხავს ამ ინფორმაციის სისწორის თეორიულ შესაძლებლობასაც კი.

საქარველოს პროკურატურაში ასევე შეფასებულ იქნა მეუფე იაკობის განცხადების ის ნაწილი, რომელიც შეეხება რამაზ ნიკოლაიშვილის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენას. ამ ნაწილში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად დანაშაულის შედეგად შესაძლო დაზარალებულმა პირმა საჯაროდ უარყო მის მიმართ რაიმე სახის უკანონო ქმედებების განხორციელება, რის გამოც აღნიშნული განცხადება მიჩნეულ იქნა დაუდასტურებელ ინფორმაციად”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი თემები

10 Thoughts to “რატომ ვერ ხედავს პროკურატურა მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიების დაწყების საფუძველს – უწყების განცხადება”

  1. I have read some excellent stuff here. Certainly price bookmarking for revisiting.
    I wonder how so much effort you put to create one of these great informative web site.

  2. Hi! I know this is kinda off topic nevertheless I’d figured I’d ask.

    Would you be interested in trading links or maybe guest writing
    a blog article or vice-versa? My blog goes over a lot of the same subjects as yours and I feel we could greatly benefit from each other.
    If you might be interested feel free to shoot me an email.
    I look forward to hearing from you! Superb blog by the way!

  3. I am curious to find out what blog system you have been using?

    I’m experiencing some minor security problems with my latest blog and
    I would like to find something more safe. Do you have any solutions?

  4. Hello to all, how is everything, I think every one is getting more from this website, and
    your views are good in favor of new visitors.

  5. Keep on writing, great job!

  6. Actually when someone doesn’t be aware of after that its up to other people that they will assist, so
    here it takes place.

  7. Hi there! I simply wish to give you a big thumbs up for your great info you have got here on this
    post. I’ll be coming back to your website for
    more soon.

  8. Nice blog! Is your theme custom made or did you download it from somewhere?
    A design like yours with a few simple tweeks would really make my blog shine.

    Please let me know where you got your design. Appreciate it

  9. My developer is trying to convince me to move to .net from PHP.
    I have always disliked the idea because of the costs.
    But he’s tryiong none the less. I’ve been using Movable-type on numerous websites for about a
    year and am nervous about switching to another platform.
    I have heard excellent things about blogengine.net. Is there a way
    I can import all my wordpress content into it? Any kind of help would be greatly appreciated!

  10. Very nice blog post. I certainly love this website.
    Keep it up!