კორონავირუსით 24 წლის გოგო გარდაიცვალა

24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის კლინიკაში თავდაპირველად დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მოგვიანებით დამძიმდა.

გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს. 

ნინო გულიკაშვილი მცხეთის კლინიკაში მკურნალობდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ის კლინიკაში დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ კოვიდინფექციით პაციენტი თავად კლინიკაში დაინფიცირდა.

როგორც გარდაცვლილის ოჯახი აღნიშნავს, ისინი ექიმებს უყურადღებობაში, არასწორ მკურნალობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ გარდაცვლილის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანიდან იყო სტაბილური და შაქრიანი დიაბეტი, რომელზეც ექიმი ამახვილებს ყურადღებას ამ დრომდე არ აწუხებდა.

ბრალდებებს კლინიკის დირექტორი უარყოფს. როგორც თავად მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი “კურიერთან” საუბარში აცხადებს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე იყო ძალიან მძიმე, მას დაუდგინდა COVID-19, ასევე დაუდგინდა თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტი და ვირუსის კლინიკური მართვა ექიმის მტკიცებით სწორედ თანმდევმა დაავადებამ და ჭარბმა წონამ განაპირობა.

მსგავსი თემები