ორთაჭალაში, ხანძარს 82 წლის ქალი ემსხვერპლა

თბილისის კრწანისის რაიონში, ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე არსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით,  ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრეებმა, ოპერატიული რეაგირებით, ცეცხლის შენობაში გავრცელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კრწანისის გამგეობაში განუცხადეს, ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ გაზის გამათბობელია. გარდაცვლილი 82 წლის, ბარბარე თენარჯევია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 მ² ფართობი.

ამჟამად, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დგინდება. 

მოამზადა მარიამ გელაშვილმა

მსგავსი თემები

One Thought to “ორთაჭალაში, ხანძარს 82 წლის ქალი ემსხვერპლა”

  1. I was very happy to search out this web-site.I wanted to thanks to your time for this glorious learn!! I positively enjoying each little bit of it and I’ve you bookmarked to check out new stuff you weblog post.