„ნაც მოძრაობის“ ლიდერებს და მათ სატელიტ პარტიებს ფიზიკური დაპირისპირება აწყობთ” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და მის ხელმძღვანელობას მოვუწოდებ, მეტიც, დავალებად მიიღონ, რომ არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ შევიდნენ, რაც არ უნდა ხდებოდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც საპროტესტო აქციებსა და მომხდარ დაპირისპირებებს გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, რაც უნდა პროვოკაციული და ამორალური იყოს დემონსტრანტების მხრიდან მოქმედება, ხელისუფლებამ საშუალება არ უნდა მისცეს, რომ მათ სცენარში ჩაებან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და მათ სატელიტ პარტიებს ფიზიკური დაპირისპირება აწყობთ და მათ იმის საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ დაპირისპირების ფონი შექმნან. ყველას ძალიან გთხოვთ, განსაკუთრებით მედიას, როცა ცუდი სიტყვების გამოყენებაზეა საუბარი, ნუ ვიქნებით ტენდენციურები. მიმაჩნია, რომ თუ კითხვები ისმება ერთი მიმართულებით, უნდა დაისვას მეორე მიმართულებითაც. იმავე და უარეს კითხვებზეც დავუსვათ „ნაცებსაც“ კითხვები. რატომ ვერიდებით, არ ვიცი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები