მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – რა მოხდა მუხიანში?

გავრცელებული ინფორმაციით, მუხიანში, ლიფტში ნაპოვნი მამაკაცი მოკლულია.  დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

მამაკაცი სავარაუდოდ ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ლიფტში ცეცხლის გაჩენა სცადეს.

„ვარკვევთ, ვმუშაობთ. ადგილზე როგორც სასამართლო ექსპერტი, ისე კრიმინალისტები მუშაობენ და ყველაფერს მოგვიანებით გეტყვით“, – განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა მურადაშვილმა.

მუხიანში, კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

მსგავსი თემები