კახეთში, გორსა და გარდაბანში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა კახეთში, გორსა და გარდაბანში. კახეთში დაიტბორა სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხი სოფელი. სოფელ კრწანისში, საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

როგორც ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთიდან და გორიდან 24 შეტყობინება შევიდა. სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები განახორციელებს. ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი 3 ოჯახი.

​მათივე ინფორმაციით, გარდაბანში, სოფელი კრწანისში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 4 შეტყობინება შევიდა. მაშველებმა 11 ოჯახიდან განხორციელდა 15 ადამიანის ევაკუაცია.

სტიქიის შედეგად, არც ერთ ქალაქში მოქალაქეები არ დაშავებულან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

მსგავსი თემები