დაშავებული “გლოვოს” მოპედის მძღოლი გარდაიცვალა

რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევისას დაშავებული “გლოვოს” მოპედის მძღოლი გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, “გლოვოს“ მოპედი და მოტოციკლკეტი არანორმალური სისწრაფით მოძრაობდნენ, რა დროსაც, “ჯიპის“ მარკის ავტომანქანასთან შეჯახება მოხდა. ორივე მძღოლი კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

“მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმე იყო.

შსს-ში გამოძიება 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით “მედიაცენტრი მთავარი” არაერთხელ წერდა.


http://mcm.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%af%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%94%e1%83%af%e1%83%90/


მსგავსი თემები