„აგროკრედიტის პროგრამა. ეს არის „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება – იაფი რესურსი სოფლის მეურნეობაში“ – ლევან დავითაშვილი

უნივერსალურ პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ 2013 წლიდან, ეს არის აგროკრედიტის პროგრამა. ეს არის „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავიტაშვილის ინფორმაციით, იაფი რესურსი სოფლის მეურნეობაში.  შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი წლიდან წლამდე სახეს იცვლის, გარკვეულ მოდიფიკაციას გადის რეალობიდან გამომდინარე.

„დღეს შეცვლილია რეალობა ბანკებში; აქედან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთი გავზარდეთ იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს აგროსასურსათო სექტორს და აგროსასურსათო ბიზნესს.  ეს არის ახალი შესაძლებლობები, რომელიც კრიზისის დროს ჩნდება ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობაში. ჩვენი მოსახლეობის, დააახლოებით, 39 %-ია  სოფლის მეურნეობაში ჩართული. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანები მიუბრუნდნენ სოფელს, თავიანთ ნაკვეთებს და მათ სჭირდებათ შესაძლებლობები იმისათვის, რომ თავიანთ მიწებზე, რეგისტრირებულ მიწებზე შეძლონ სასოფლო-სამეურნეო წარმოება“,  – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროექტში საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ემატება ახალი ქვეკომპონენტი – მემცენარეობის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება.

სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში – წლიური 17%-ის მოცულობით. პროექტის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო პირველად ახდენს პროცენტის სრულად თანადაფინანსებას. აღნიშნული მეტ სტიმულს მისცემს ფერმერებს, დაამუშაონ მიწები და ერთწლოვანი კულტურები მოიყვანონ. პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 50,000,000 ლარი. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო თანხა შეადგენს 4,500,000 ლარს. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა  5,000 პოტენციურ ბენეფიციარს აქვს.

„შეღავათიანი აგროკრედიტის” ძირითადი საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი.

არსებული წლიური 8%-ის  ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11%-ს. იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც, ნაცვლად არსებული 9%-ისა იქნება 12 %. ძირითადი საშუალებების კომპონენტში და მის ყველა ქვეკომპონენტში იზრდება ბანკებისთვის დაწესებული პროცენტის ზედა ზღვარი, ნაცვლად 15%-ისა იქნება 18%. ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება.

პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 25,000,000 ლარი. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო ჯამური თანხა 4,000,000 ლარი (2 წლის განმავლობაში).

პროექტს კომპონენტად ემატება, მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეხორცული მიმართულების მეცხოველეობისათვის და მეთხილეობისთვის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე.

კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში,“ – განაცხადა მინისრმა.

დავიტაშვილის ინფორმაციით პროექტი ახალი ქვეკომპონენტებით შეივსო.

„პროექტს ასევე დაემატა ახალი ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის.

ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა  1 500 001 ლარიდან  5 000 000 ლარის ჩათვლით, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10 %-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში. არსებულ მიზნობრიობებს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების, პურისა და პურპროდუქტების წარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება. პროექტს ემატება აგროლიზინგის კომპონენტის ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 12% იქნება 24 თვის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 20,000,000 ლარი.

500,000 ლარის ბიუჯეტის ოდენობით ანაზღაურდება მეორადი უზრუნველყოფის ფარგლებში.

„შეღავათიანი აგროკრედიტით” სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა/ფერმათა რეესტრში.

„შეღავათიანი აგროკრედიტის” მიღების სურვილით პირს შეუძლია მიმართოს პროექტში ჩართულ 12 ბანკს, ხოლო შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობის სურვილით, მიმართოს პროექტში ჩართულ 4 სალიზინგო კომპანიას.

დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს პროექტში ჩართულ ნებისმიერ საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც განიხილავს განაცხადს. თუ პოტენციური მსესხებელი აკმაყოფილებს პროექტით დადგენილ პირობებს და ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, საფინანსო ინსტიტუტი გასცემს შეღავათიან აგროკრედიტს/აგროლიზინგს და ბენეფიციართან აფორმებს ყველა საჭირო დოკუმენტს, რის შემდეგაც, სააგენტო ახდენს სესხის/ლიზინგის თანადაფინანსებას.

2020 წელს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი” ბიუჯეტი 74 მლნ ლარია. ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში პროექტისთვის დამატებით გამოიყო 7.5 მლნ ლარი,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები

9 Thoughts to “„აგროკრედიტის პროგრამა. ეს არის „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება – იაფი რესურსი სოფლის მეურნეობაში“ – ლევან დავითაშვილი”

  1. It’s very trouble-free to find out any matter on net as compared to books, as I found this piece of writing
    at this web page.

  2. I do not even know how I ended up here, but I thought this post was great.

    I do not know who you are but definitely you
    are going to a famous blogger if you are not already ;
    ) Cheers!

  3. Hey There. I found your blog using msn. This
    is a very well written article. I’ll be sure to bookmark it
    and return to read more of your useful info.
    Thanks for the post. I will definitely return.

  4. When some one searches for his necessary thing, therefore he/she
    wants to be available that in detail, thus that thing is maintained over here.

  5. Way cool! Some very valid points! I appreciate
    you writing this post and also the rest of the website is extremely good.

  6. Thanks for sharing your thoughts on 예스 카지노.

    Regards

  7. We’re a group of volunteers and opening a new scheme in our community.
    Your web site offered us with valuable info to work on. You’ve
    done a formidable job and our whole community will be grateful to
    you.

  8. Thank you for some other magnificent article. Where else
    may just anyone get that type of info in such a perfect approach of writing?

    I’ve a presentation next week, and I am at the look for such info.

  9. be is is australia

    a20a what the best is pill