“ტესტირებების გაფართოებას დიდი მნიშვნელობა ექნება, როდესაც საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევები საგრძნობლად არის ​მომატებული​.

​როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ტესტირებების გაფართოებას დიდი მნიშვნელობა ექნება, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ.

„ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევები საგრძნობლად არის ​მომატებული​. გუშინ ჩატარდა 1 773 ტესტირება 15 ლაბორატორიაში, მაგრამ დაახლოებით 75 პროცენტამდე კვლევებისა მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე, ეს არის ლუგარის ცენტრი, იმერეთის სამმართველო და აჭარის სამმართველო. საგულისხმოა და კარგია, რომ ბევრ ამ დანარჩენ ლაბორატორიებში თანდათან უფრო ფართოვდება ტესტირების მაჩვენებელი, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ უფრო და უფრო გაფართოვდება ეს ტესტირება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, როდესაც შემსუბუქების ღონისძიებები უფრო მეტად განვითარდება ქვეყანაში. მხედველობაში მაქვს, როდესაც მოიხსნება უკვე საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი მთელ რიგ ადგილებში, ასევე თანდათან ამუშავდება ეკონომიკის სხვადასხვა დარგები კიდევ უფრო მეტად. იცით, 27 აპრილიდან დაიწყო ეს ექვსეტაპიანი გეგმა შემსუბუქებისა ქვეყანაში და რიგ შემსუბუქების ღონისძიებებს შორის ორკვირიანი პერიოდი ხშირად უკვე ვიწროვდება, რის საშუალებასაც იძლევა სიტუაციის ანალიზი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““ტესტირებების გაფართოებას დიდი მნიშვნელობა ექნება, როდესაც საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება” – ამირან გამყრელიძე”

  1. I love your blog.. very nice colors & theme. Did you make this website
    yourself or did you hire someone to do it for you? Plz reply as I’m looking
    to create my own blog and would like to know where u got this from.
    thanks

  2. My spouse and I stumbled over here from a different website and thought I might as well check things out.

    I like what I see so now i am following you. Look forward to
    looking at your web page repeatedly.