ხორავას ქუჩის საქმის გამო, შესაძლოა განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნაც გაჩნდეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 6 თვის წინ მომხდარი 2 მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით,  შესაძლოა განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნაც გაჩნდეს. მოკლული არასრულწლოვანი, დავით სარალიძის მშობლებისთვის გაუგებარია განათლების სამინისტროს პოზიცია და ის, თუ, მომხდარის გამო ეს უწყება არავითარ პასუხისმგებლობას რატომ არ კისრულობს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძე განუცხადა, დაზარალებული მხარისა და მთელი საზოგადოების მოთხოვნაა, N 51-ე სკოლის დირექციას პასუხი გაეცა იმ კითხვებზე, რაც ბოლო დღეებში გაისმის. ” მთელი ამ ხნის განმავლობაში მოვითხოვდით, სკოლის დირექციას ხმა ამოეღო იმ სიბინძურეზე, რაც მოკლული მოზარდის მისამართით ვრცელდებოდა. სკოლის დირექტორი ახლა რატომ ალაპარაკდა ვერ გეტყვით,…

მეტი...