“არსენალის” ვარსკვლავი მზად არის, გამოძახების შემთხვევაში უკრაინაში საბრძოლველად წავიდეს – BBC

საფეხბურთო კლუბ “არსენალის” ვარსკვლავი, ოლექსანდრ ზინჩენკო გამოძახების შემთხვევაში, მზად არის კლუბიდან წავიდეს და უკრაინაში იბრძოლოს, – ამის შესახებ უკრაინელმა ფეხბურთელმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა. 27 წლის ფეხბურთელმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს კიდევ ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზება მოუწევს. ზელენსკიმ უკვე მოაწერა ხელი ახალ კანონს, რომელიც სამხედრო გაწვევის ასაკს 27-დან 25 წლამდე ამცირებს. ოლექსანდრ ზინჩენკო ლონდონის “არსენალში” 2022 წლიდან თამაშობს. “არსენალის” ვარსკვლავს უკრაინის დახმარების ფონდში 1 მილიონი ფუნტი აქვს ჩარიცხული.

მეტი...

გამოცემა Goal-მა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა

გამოცემა Goal-მა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა: „საქართველოს ეროვნული გუნდი ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად მოხვდა. ვინ იქნება ვილი სანიოლის შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე? მეკარე „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი პირველი არჩევანია, თუმცა გიორგი ლორიას ეროვნული გუნდის რიგებში ბევრად მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. შანსი „ყარაბაღის“ კარის დარაჯს, ლუკა გუგეშაშვილსაც ექნება. მცველები მარჯვენა მცველის პოზიციაზე ოთარ კაკაბაძის კონკურენტი გიორგი გოჩოლეიშვილია, მაგრამ სამკაციან დაცვით სქემაში სანიოლი უფრო ხშირად კაკაბაძეს იყენებს. დაცვის ცენტრში, გურამ კაშიასთან ერთად, საბა კვირკველია და ლაშა დვალი თამაშობდნენ. სანიოლი ნახევარმცველებსაც იშვიათად ცვლიდა. თითქმის ყველა პოზიციაზე…

მეტი...

„ეს არ არის ზღაპრის ბოლო, ეს მისი დასაწყისია!“ – გიორგი ქოჩორაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი, სოციალურ ქსელში, ისტორიული მატჩის გამორჩეულ კადრებს აზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას“ „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“. დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება, დღე, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება! ეს არ არის ზღაპრის ბოლო, ეს მისი დასაწყისია“, – წერს ფეხბურთელი.

მეტი...

„საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა“ – ლევან კობიაშვილი

საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა, – ამის შესახებ სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა. „რამდენიმე მედიასაშუალებამ მომეტებული ინტერესი გამოხატა იმის შესახებ, მიიღო თუ არა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ მილოცვა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. მინდა ვუთხრა ამ თემით დაინტერესებულ მედიას, რომ საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა და მადლობა გადაგვიხადა ამ უდიდესი წარმატებისთვის. ბიძინა ივანიშვილი ათეულობით წლების განმავლობაში ახორციელებდა ქველმოქმედებას ისე, რომ მისი სახელი და გვარიც კი არავინ იცოდა და რა გასაკვირია, რომ გულითადი მილოცვა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ყოველგვარი…

მეტი...

“შეფ, რა ჰქვია იმას? გოჯი ბერი! გო-ჯი ბე-რი! გო-ჯი ბე-რი!..” – ის­მის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გასახდე­ლი­დან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კად­რებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. გა­დამ­წყვეტ მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა სა­ბერ­ძნე­თი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ით და­ა­მარ­ცხა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქვე­ყა­ნა­ში ზე­ი­მი დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ჩვე­ნი მკი­თხვე­ლიც ჯი­უ­ტად გვთხოვს, რომ კვლა­ვაც შევ­თა­ვა­ზოთ სტა­ტი­ე­ბი ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე. ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ, კი­დევ ერთი მკი­თხვე­ლის სურ­ვი­ლით მო­ვამ­ზა­დოთ სტა­ტია, თუ რა არის გოჯი ბერი, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის წევ­რებს ის გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ, მას მერე, რაც მათ­მა შეფმ­ზა­რე­ულ­მა კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლურ­მა ნაკ­რე­ბის მე­ნი­უ­ში შე­ი­ტა­ნა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის კვე­ბა­ზე სწო­რედ შეფი კონ­სტან­ტი­ნე ზრუ­ნავ­და. “შეფ, რა ჰქვია იმას? გოჯი ბერი! გო-ჯი ბე-რი! გო-ჯი ბე-რი!..” –…

მეტი...

როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა – „ნაპოლი“ ინფორმაციას ავრცელებს

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს: „სააღდგომო დასვენების შემდეგ, „ნაპოლიმ“ ვარჯიში დღეს, შუადღისას განაახლა და Sscn Konami-ის ცენტრში ივარჯიშა. გუნდი კვირას, „მონცასთან“ გასამართი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 15:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) არის დაგეგმილი. ფეხბურთელებმა, თავდაპირველად, ფიზიკური ვარჯიში ჩაატარეს, შემდეგ კი ტაქტიკურ ნაწილში ივარჯიშეს. სესია პატარა მოედანზე თამაშით დაიხურა. რაც შეეხება კვარაცხელიას, მან მოედანზე ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა საქართველ-საბერძნეთის მატჩში მიიღო, რომელშიც ვილი სანიოლის გუნდმა პენალტების სერიაში, 4:2 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ტრავმის გამო, ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ს…

მეტი...

ჩვენს გმირ ფეხბურთელებთან ერთად ამ გამარჯვებას ჰყავდა მოედნის მიღმა გმირები – პაპუაშვილი

„ჩვენ მასშტაბური მოვლენის მომსწრე და მონაწილე გავხდით. ისტორია ჩვენს თვალწინ თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. მან ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ ფეხბურთს, თავისი მდიდარი ტრადიციებითა და მემკვიდრეობით გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენს საზოგადოებაში. „ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს თავისუფლების ჟინს ჩვენი ხალხი ფეხბურთის გულშემატკივრობით იკლავდა და ოცნებობდა დღეზე, როდესაც ქართული დროშა საერთაშორისო საფეხბურთო ასპარეზზე ამაყად აღიმართებოდა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამ ათწლეულზე მეტია ველოდებით იმ დღეს, როდესაც საქართველო ევროპის საუკეთესო…

მეტი...

ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდეა გაზრდილი

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვებიდან უკვე რამდენიმე დღე გავიდა. ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა კომპანიამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი განსაზღვრა. ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სპორტულმა პორტალმა Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვითაც, ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდეა გაზრდილი. ყველაზე დიდი მატება გიორგი მამარდაშვილს აქვს, რომლის ფასიც 5 მილიონით გაიზარდა და 35 მილიონ ევროს შეადგენს. გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი 9 მილიონი გახდა. მას საბა საზონოვი და ოთარ კიტეიშვილი – 3-3 მილიონი ევროთი მოჰყვებიან. ნაკრებში ყველაზე ძვირადღირებული ხვიჩა კვარაცხელიაა, ვისი ყიდვაც კლუბებს, მინიმუმ, 80 მილიონი ევრო დაუჯდებათ. კვარაცხელიას წონა იზრდება თავად…

მეტი...

„ანას და მარიამის მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა” – ილია თოფურიას დედა

ილია თოფურიას დედამ, ინგა თოფურიამ, ინტერვიუში ოჯახის რთული დრო და აფხაზეთის ომის პერიოდი გაიხსენა. ინგა თოფურიამ აფხაზეთი ორ უფროს გოგონასთან ერთად დატოვა, ილია და ალექსანდრე კი გერმანიაში, ემიგრანტობის დროს დაიბადნენ. მისი თქმით, ილიამ და ალექსანდრემ გზა თავიანთი შრომით გაიკვლიეს.: ,,თუ სადმე შეიძლებოდა, ყველგან მუშაობდნენ და ვარჯიშობდნენ”, იხსენებს დედა შვილების წარმატებაზე.

მეტი...

„მისაღებში შემიძლია ლეიბები დავაფინო და დარჩნენ ჩემთან“ – ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე ქართველ გულშემატკივრებს გერმანიაში, საკუთარ სახლში დარჩენას კვლავ სთავაზობს. „სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდი სახლი არ მაქვს, მაგრამ არ არის პრობლემა, შემიძლია, მისაღებ ოთახში მივწიო-მოვწიო რაღაცები, ლეიბები დავაფინო. ამიტომ, შეუძლიათ, რომ დარჩნენ ჩემთან. ამ დროს მე ალბათ შეკრებაზე ვიქნები, სასტუმროში ნაკრებთან ერთად. ამიტომ, მაგ საკითხზე ჩემს ოჯახთან უნდა გაიარონ კონსულტაციები, ვისაც სურვილი ექნება, რომ ჩემთან დარჩეს“, – ამბობს ზივზივაძე „ტაიმ აუტში”.

მეტი...

გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება

გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისები შესრულდება და  ბილეთების ფასები 295 ევროდან დაიწყება. ფრენების განრიგი კი  შემდეგია: თბილისიდან დორტმუნდში – 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს); თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს); თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს). „პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. www.georgian-airways.com“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე, აღნიშნავენ, რომ ვებ-გვერდზე ტექნიკური ხარვეზის გამო ავიაბილეთების რეალიზაცია დაგეგმილ დროს, 13:00 საათზეე ვერ დაიწყო. „ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის! ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე მიმდინარეობს…

მეტი...

,,30 000 ქართველი, რომ წამოვიდეს, სასწაულ გარემოს შევქმნით” – ლაშა დვალი

30 000 ქართველი რომ წამოვიდეს, სასწაულ გარემოს შევქმნით, – ამბობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა დვალი ევროპის მომავალ ჩემპიონატზე, ქართველი გულშემატკივრების დასწრებასთან დაკავშირებით: ,,81 ათასი ადამიანი ეტევა სტადიონზე, გასაგებია, რომ თურქებით სავსეა გერმანია, მაგრამ ჩვენგან 30 000 არ უნდა ვიყოთ? არ ვიცი, წესით უნდა ვიყოთ. 30 000 ქართველი, რომ წამოვიდეს, სასწაულ გარემოს შევქმნით და მოლოდინი სიმართლე გითხრათ, ის მაქვს, რომ შეიძლება ამ ჯგუფში წარმატების მიღწევა მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ნაკრებები შეგვხვდა”, – ამბობს ლაშა დვალი. ევრო 2024 კი სტარტს 14 ივნისს აიღებს. საქართველოს ნაკრებს პირველი თამაში დორტმუნდში, 18 ივნისს, თურქეთის ეროვნულ…

მეტი...

პენალტებს საერთოდ ვერ ვუყურე, გარეთ გავედი და ლოცვა დავიწყე… – ბუდუ ზივზივაძის დედა

“Tv პირველზე” “ნოდარ მელაძის შაბათში” საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” ფორვარდის ბუდუ ზივზივაძის შესახებ სიუჟეტი გავიდა, სადაც ფეხბურთელის დედამ საინტერესო ისტორიები გაიხსენა. “4 წლის იყო ჭადრაკზე, რომ შევიყვანე, რადგან მეგონა, რომ სწავლაში ხელს შეუწყობდა ჭადრაკი. ეზო გვაქვს წინ ისეთი, რომ სტადიონია და მთელი უბნის ბავშვები იქ მოდიოდნენ სათამაშოდ და ბუდუც გაკვეთილებს მოამზადებოდა და ჩადიოდა ხოლმე. მერე იქ დიდი ბავშვები ვინც იყვნენ, ჩემს მეუღლეს უთხრეს, რომ ნიჭი აქვს და ფეხბურთზე შეიყვანეო. გავიდა დრო და ბუდუმ მითხრა, დედა აღარ მინდა ჭადრაკი, ფეხბურთი შემიყვარდა ძალიანო. თან ბურთით კი არ თამაშობდნენ?! – ან ქვას აიღებდნენ…

მეტი...

„ცხოვრება მართლაც ერთი წამი ყოფილა!! სიზმარში არა ვარ?? მადლობა უფალო!“ – ბუდუ ზივზივაძის მამა

ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და შვილის შესახებ წერს. იგი მომავალ ფეხბურთელებს მოუწოდებს, სწამდეთ საკუთარი თავის, იმიტომ რომ მომავალი მათია. „ცხოვრება მართლაც ერთი წამი ყოფილა!! სიზმარში არა ვარ?? მადლობა უფალო! ჩვენ ეს შევძელით!! იყო დრო დაკარგვაც გვემუქრებოდა, მაგრამ გავუძელით!! ბუდუს სლოგანი მინდა გითხრათ, „გწამდეს, რომ მიაღწევ!!“ ყველა მომავალ ფეხბურთელს მოგიწოდებთ, გწამდეთ ბიჭებო!! იმიტომ რომ მომავალი თქვენია!!,“ – წერს ზაზა ზივზივაძე.

მეტი...

„ეს ცეკვა არ იყო, ეს იყო ხტუნვა“- სამი წელი სათადარიგო სკამი და მარტის ტრიუმფი – ბუდუ ზივზივაძე თავის ემოციაზე

  2024 წლის მარტში ბუდუ ზივზივაძის ცხოვება რადიკალურად შეიცალა, ის ლუქსემბურგის გამარჯვების  ორი გოლის ავტორი გახდა, ის თავის ემოციებზე რამდენმე დღის შემდეგ ყვება: -“ეს ცეკვა არ იყო ეს იყო ხტუნვა, მაგრამ საბოლოოდ კარგი შოუ გამოვიდა,“ – ამბობს ბუდუ ზივზივაძე. ლუქსემბურგის მატჩის შემდეგ მას გულშემატკივარი ყვეგან მადლობას უხდის, საგულისხმოა, რომ აღნიშნულ წარმატებამდე ბუდუ თითქმის სამი წელი სათადარიგო სკამზე იჯდა: „მჯერა ის დღეც დაგვიდგება მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ეს მუხტი, რაც ახლა არის და შედეგი ახალგაზრდა თაობას გაუჩენს სურვილს, რომ ფეხბურთი ითამაშონ,“ – ამბობს ბუდუ. საინტერესოა, რომ ბუდუ ზივზივაძე მშობლებმა ბავშვობაში ჭადრაკზე მიიყვანეს,…

მეტი...

ხინკალი CNN-ის საუკეთესო გულსართიანი ცომეულის რეიტინგში მოხვდა

CNN-მა მსოფლიოს საუკეთესო გულსართიანი ცომეული გამოავლინა, რომელთა შორის ქართული ხინკალიც მოხვდა. გავლენიანმა გამოცემამ 34 ქვეყნის საუკეთესო „დამპლინგი“ გამოაქვეყნა. „ხინკალი მზადდება ნაკეცებით მოხვეულ ცომში საქონლისა და ღორის ხორცის მოთავსებით. როგორც წესი, მას მსხვილად დაფქულ შავ პილპილთან ერთად მიირთმევენ. გასაკვირი არ არის, რომ აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის მიჯნაზე, საქართველოს საკუთარი პროდუქტი აქვს“ – წერს გამოცემა. ხინკალთან ერთად რეიტინგში იტალიური რავიოლი, ჩინური სიომაი, რუსული პელმენი და სხვა ქვეყნის გულსართიანი ცომეული მოხვდა.

მეტი...

“რატომ ბუდუ? ამ სახელს თავისი ისტორია აქვს” – ინტერვიუ ცნობილი ფეხბურთელის მამასთან

სა­ბერ­ძნე­თის და­მარ­ცხე­ბი­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფორ­ვარ­დი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე გერ­მა­ნულ კლუბ “კარლსრუ­ეს” და­უბ­რუნ­და, სა­დაც თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა სა­ზე­ი­მო დახ­ვედ­რა მო­უ­წყვეს. 30 წლის ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა transfermarkt.com-ზე ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით 700 ათა­სი ევ­როა. გერ­მა­ნუ­ლი მე­დია ქარ­თველ ფორ­ვარ­დზე წერს: “მისი სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა. ბუ­დუს ინ­სტაგ­რამ­ზე გვხვდე­ბა – ძი­რი­თა­დად ოჯახ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. რო­გორც ჩანს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვი­საც ყვე­ლა­ფე­რი ცო­ლის, ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და ფეხ­ბურ­თის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს.“ ოჯა­ხი წლე­ბის წინ შექ­მნა, მე­უღ­ლე ნინი კვერ­ნა­ძე რო­გორც თა­ვად ბუდუ, ქუ­თა­ი­სი­დან არის. წლე­ბის წინ წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნეს და ერთ გო­გო­ნას შაის ზრდი­ან. “მა­შინ ბუდუ ასე­თი ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი…

მეტი...

ევრო 2024-ზე ბილეთები უეფას პორტალით გაიყიდება – ფეხბურთის ფედერაცია

ფეხბურთის ფედერაცია პირობას დებს, რომ უახლოეს მომავალში დაზუსტებულ ინფორმაციას გაავრცელებს ბილეთებზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. „ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.

მეტი...

რომელ პორტალზე გაიყიდება ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები – ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

ქართველი გულშემატკივრისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. “უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით. ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია…

მეტი...

ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდში, სტადიონზე დავით ყიფიანის ბანერი გაშალონ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში – მიხეილ ყაველაშვილი

18 ივნისს დათო ყიფიანის დაბადების დღეა. დათო ყიფიანი არის ქართული ფეხბურთის რაინდი. თავისი ყველა თვისებით „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსულს ჰგავდა. დორტმუნდში, სტადიონზე, ქომაგებს მისი ბანერის გაშლას ვთხოვ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა, თუ რა მძიმე პერიოდი გაიარა ქართულმა ფეხბურთმა, და აღნიშნა, რომ სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. „ეს ადამიანები – ჩივაძე, ყიფიანი და ა.შ. იმ მძიმე, 90-იან წლებში იდგნენ ქართული ფეხბურთის სადარაჯოზე, როცა ფორმა არ გვქონდა და საშხაპეში წყალი მოწანწკარებდა. უელსს ისე…

მეტი...

“მილანს” მამარდაშვილის დამატება სურს

“მილანს” გიორგი მამარდაშვილის დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ “როსონერის” ფრანგი მეკარე მაიკ მენიო დატოვებს. “მაიკ მენიოს “მილანთან” კონტრაქტი 2026 წელს ეწურება. “როსონერის” არ სურს, რომ მოვლენები დონარუმას სცენარით წარიმართოს და ფრანგი უფასოდ დაკარგოს. ამიტომ მენიოს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა 28 წლის ფეხბურთელს სულ სხვა მოთხოვნები აქვს. ამიტომ “მილანი” სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება. “მონცას” მეკარე მიკელე დი გრეგორიოს გარდა, “როსონერისთვის” მამარდაშვილი მენიოს შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. “მილანი” მენიოს დაახლოებით 80 მილიონ ევროდ შეელევა, ქართველი კარის დარაჯის დამატებას კი 40 მილიონ ევროდ შეძლებს. ტრანსფერის…

მეტი...

„საქართველოს თეთრი ოქრო – 10 წელიწადში სრულიად ევროპა აქ ისრიალებს“ – Die Presse საქართველოს შესახებ

ავსტრიის მაღალრეიტინგული გამოცემა Die Presse საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა ჯოზეფ ებნერმა საქართველოში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები მკითხველს გაუზიარა. Die Presse საქართველოს სამთო ტურიზმის უპირატესობის, უნიკალური სამზარეულოსა და კულტურის შესახებ წერს. სტატიის ავტორი ავსტრიელ მკითხველს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რჩევებსაც აძლევს. „იქ სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია საქართველომ პირველად Freeride World Tour-ს უმასპინძლა. ტურნირი სვანეთში ჩატარდა, აქ ჰაწვალის და თეთნულდის სათხილამურო ტრასებია. სვანეთში აღმოაჩენთ თავდაცვის მიზნით აშენებულ კოშკებს, უშგულში 800 წლის კოშკებსაც იპოვით“,-წერს ჯოზეფ ებნერი. გამოცემის ჟურნალისტი მკითხველს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ აცნობს, რომელიც ზამთრის კურორტების…

მეტი...

„სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი 42 წელი, 10 თვე და 13 დღე… დარასელიადან – კვეკვესკირამდე“ – გოკა გაბაშვილი

გოკა გაბაშვილი სოცქსელში წერს: ,,აუ კარგით რა! – გეყოფათ ეს ეიფორია! რა მოხდა ამისთანა” – ს განწყობის სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი: 15 658 დღე! 42 წელი, 10 თვე და 13 დღე დარასელიადან – კვეკვესკირამდე„ ,,აუ კარგით რა! – გეყოფათ ეს ეიფორია! რა მოხდა ამისთანა” – ს განწყობის სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი:15 658 დღე!42 წელი, 10 თვე და 13 დღე დარასელიადან – კვეკვესკირამდე

მეტი...

დიაგნოზი ცნობილია – კვარაცხელიამ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმება გაიარა

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, დღეს დილით ნეაპოლში ჩავიდა და Pineta Grande-ს კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა. კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთის ძლიერი შეჭმუხნვა დაუდგინდა და ხვალ “ატალანტასთან” მისი თამაში ძალიან საეჭვოა. ხვიჩამ კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თერაპიის კურსი გაიარა და სატრენაჟორო დარბაზში მსუბუქად დაიტვირთა. ნეაპოლური გამოცემების ცნობით, ხვიჩას ბერგამოელებთან მატჩში მონაწილეობის საკითხი უახლოეს საათებში გადაწყდება, თუმცა ამის შანსი მცირეა და მის ნაცვლად სასტარტოში, სავარაუდოდ, ჯაკომო რასპადორი იქნება. არა უშავს, “ნაპოლის” უფრო მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებიც ჰყავს და ქართველის გარეშე ფონს გასვლას შეეცადონ. მთავარია, “კვარამ” ტრავმა ბოლომდე მოირჩინოს, შემდეგ…

მეტი...

აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამაჩემი ფეხბურთის გამო – სანიოლის შვილი

აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამამისი ფეხბურთის გამო, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შვილმა. ,,მითხრა, რომ ამხელა ემოციების შემდეგ თავის შეკავება ვერ შეძლო. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ამაყია მამაჩემი ყველა ფეხბურთელით, სტაფით და ქართველი გულშემატკივრებით.” – განუცხადა სემ სანიოლმა Geo Team-ს. ვილი სანიოლისთვის საქართველოს მწვრთნელის რანგში 33-ე მატჩში საბერძნეთთან მოგებული შეხვედრა მე-16 იყო.

მეტი...

საქართველო-საბერძნეთის მატჩს 1 061 767-მა გულშემატკივარმა უყურა – კომუნიკაციების კომისია

საქართველო-საბერძნეთის მატჩს 1,061,767-მა გულშემატკივარმა უყურა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. ,,საქართველო – საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში 1,061,767-მა გულშემატკივარმა უყურა. გილოცავთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა!”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

საბერძნეთის ნაკრების ქომაგები მწვრთნელის გადადგომას ითხოვენ

საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოს ნაკრებთან გუშინდელი მარცხის შემდეგ, ბერძენი გულშემატკივრები უკმაყოფილებას ვერ მალავენ და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე, მთავარი მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის გადადგომას ითხოვენ. “წაგება საწყენია, რადგან ჩვენ ყოველ დღე არ გვექნება იმის შანსი, რომ “ევრო 2024-ზე” წავიდეთ. მოვიდა დრო, შევცვალოთ მთავარი მწვრთნელი და გუნდის შენება ნულიდან დავიწყოთ”; “მატჩი მწვრთნელმა წააგო, თამაში პენალტების სერიამდე არ უნდა მისულიყო. მას უფრო აზარტული ფეხბურთი უნდა ეთამაშა”; “ნახვამდის პოიეტ, გუშინდელი შენი ფიასკო წასვლის დოკუმენტზე ხელმოწერაა”; “დამნაშავე მხოლოდ მწვრთნელია, მან ფეხბურთელები აიძულა 90 წუთის განმავლობაში არაფერი ეკეთებინათ. ის უნდა წავიდეს”,- წერენ საბერძნეთის…

მეტი...

33 წლის წინ დაწერილი სიმღერა ისტორიული გამარჯვების ჰიმნად იქცა

33 წლის წინ დაწერილი სიმღერა, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა – მერაბ სეფაშვილის ცნობილი ჰიტი ისმოდა ყველგან. სტადიონზე ამ სიმღერით საქართველოს ნაკრებს ამხნევებდნენ, მატჩის დასრულების შემდეგ კი უკვე თავად ფეხბურთელები უმღეროდნენ გულშემატკივრებს. გია მაჭარაშვილის მუსიკაზე ირმა სოხაძის მიერ დაწერილ ტექსტში თავდაპირველად გაიღიმეს ნაცვლად დაიძინე იყო, თუმცა მოგვიანებით მერაბ სეფაშვილის თხოვნით ტექსტი შეიცვალა. დღეს კი ჰიტმა სულ სხვა დატვირთვა მიიღო და საქართველოს ნაკრების მიერ დაწერილი კეთილი ზღაპრის სიმბოლოდ იქცა. მერაბ სეფაშვილი: ბიჭებმა თვითონ წამოიწყეს ეს სიმღერა. მე პირადად არც ერთს არ ვიცნობ. როგორც ვიცი, ამ სიმღერას ხშირად მღერიან. და გუშინ უკვე მთლად მთელი…

მეტი...

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო. პროექცია გზავნილით – „პირველად ისტორიაში“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციებს ასახავს. საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, მწვრთნელები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ნაკრების პერსონალი ღირსების ორდენზე წარადგინეს.

მეტი...

ნეაპოლში განგაშია – “კვარამ” შეიძლება “ატალანტასთან” ვერ ითამაშოს

ნეაპოლურმა პრესამ საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო შეშფოთებული არიან, რომელიც 109-ე წუთზე შეცვალეს. calciomercato წერს, რომ “ნაპოლიში” კვარაცხელიას დაშავების გამო განგაშია, რადგან მარცხენა საზარდულის პრობლემა შეექმნა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა ხვალ დილით ნეაპოლში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გაირკვევა, მოახერხებს თუ არა 30 მარტს “ატალანტასთან” სერია A-ს 30-ე ტურის საშინაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. tuttonapoli აღნიშნავს, რომ “კვარას” ბერძენი მცველები დაუსრულებლივ ეუხეშებოდნენ და შესაძლოა, უბრალოდ კუნთის გადაღლილობა აქვს.

მეტი...

ვამბობდი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა და ასეც მოხდა – გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა! ისტორიულ გამარჯვებაზე გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა, რომელიც საბერძნეთთან მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირია. ქართველი მეკარე თერთმეტმეტრიანების სერიაში შესანიშნავი იყო. ,,ბეტისთან და რეალ მადრიდთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დავმარცხდი. ამ თამაშების მერე ვამბობდი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა და ასეც მოხდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რადგან არამარტო დღეს, არამედ მთელი ეს პერიოდია, გვერდში გვიდგანან. მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა. ისინი იმსახურებენ ამას”, – თქვა მამარდაშვილმა ფინალის დასრულების შემდეგ.

მეტი...

30 წლის თავზე პირველად შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე – პრემიერი

30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე ჩვენ პირველად მოვახერხეთ, შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე – ევროპის ჩემპიონატზე, რაც არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიამაყის საგანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ყველას მიულოცა ისტორიული გამარჯვება და წარმატება. „დღეს გვაქვს განსაკუთრებული, ემოციური დღე და შესაბამისად, განსაკუთრებული სხდომა. მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი ისტორიული გამარჯვება, ისტორიული წარმატება. ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს და რაც მთავარია, ჩვენს ფეხბურთელებს ვულოცავ, ბუნებრივია, ამ გამარჯვებას. გუშინ ნამდვილად ისტორია დაიწერა, ეს თამამად შეიძლება ითქვას. 30 წლის…

მეტი...

ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა – კობახიძე

ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ესენი არიან ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ სახელმწიფოსგან. „გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდებით დაჯილდოების თაობაზე. მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ესენი არიან…

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი 5 მილიონით გაძვირდა

ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი 5 მილიონით გაძვირდა და მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 35 მილიონს შეადგენს.

მეტი...

საქართველომ, ისტორიაში პირველად, მოიპოვა კვალიფიკაცია ევროპის თასისთვის, გილოცავთ – კოლომინა

საქართველომ, ისტორიაში პირველად, მოიპოვა კვალიფიკაცია ევროპის თასისთვის, გილოცავთ, – წერს სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა. ,,საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა კვალიფიკაცია ევროპის თასისთვის მას შემდეგ, რაც საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მიხარია ქართველების გამო. გილოცავთ !”.

მეტი...

გამარჯვებული საქართველოს ნაკრები (ვიდეო)

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.  საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.  

მეტი...