ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

უკრაინის მხარდასაჭერად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახური, საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, მხარს არ უჭერს აღნიშნულ ვიზიტს თუმცა, პრემიერი კიევში ჩასვლას მაინც აპირებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს მოუწოდა, უკრაინაში ჩასულიყვნენ. აღნიშნულ მოწოდებას რამდენიმე ქვეყნის ლიდერი გამოეხმაურა და უკრაინას ესტუმრა. ეს ქვეყნები იყვნენ: პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვენია. მათ რიცხვს უახლოეს დღეებში დიდი ბრიტანეთის შეუერთდება.

 

მსგავსი თემები