,,რა,,გონება დაკარგა, დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში” – ადვოკატი ლაზარე გრიგორიადისზე

,,რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად… გონებაც დაკარგა. დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში”, – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა.

,,ლაზარე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა, თუმცა ყველამ ნახა ის კადრები, მსგავს ადმინისტრაციულ დარღვევას ადგილი იქ არ ჰქონია. დაკავების დროს მოხდა ლაზარეზე ფიზიკური ანგარიშსწორება. აქვს დაზიანებები სახის და თავის არეში. აქვს თავის ტკივილები. ასევე, ხელები აქვს დაზიანებული. დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მოხდა მისი შესახლება, რამდენიმე საათის განმავლობაში მას ხელბორკილები ჰქონდა მჭიდროდ მოჭერილი და აქვს ეს დაზიანებები, რაც წარმოადგენს, რა თქმა უნდა, დარღვევას. ეს არის არაადამიანური მოპყრობა.

რაც შეეხება დაზიანებებს, არის თვალსაჩინო და ძირითადად არის სახის არეში და თავის არეში. მას რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად. გონებაც დაკარგა ცემის მომენტში, არ ახსოვს რაღაც მომენტები, მაგრამ ამ ეტაპზე არის ექიმის მიერ ნახული”, – ამბობს ადვოკატი.

მსგავსი თემები