,,სოლიდარობას ვუცხადებთ რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ ჩატარებულ აქციებს” – თბილისის #94 საჯარო სკოლის თვითმმართველობა

,,სოლიდარობას ვუცხადებთ რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ ჩატარებულ აქციებს”, – განაცხადა თბილისის ჯამბულ წურწუმიას სახელობის #94 საჯარო სკოლის თვითმმართველობამ.

,,თბილისის ჯამბულ წურწუმიას სახელობის #94 საჯარო სკოლის თვითმმართველობა სოლიდარობას ვუცხადებთ რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ ჩატარებულ აქციებს. თვითმართველობა სკოლის რომელიც ატარებს გმირის სახელს რომელიც აფხაზეთის ომის დაწყების დღიდან სამშობლოს დამცველთა რიგებში იდგა, გმირის სახელს რომელიც რუსი და აფხაზი სეპარატისტების მსხვერპლი გახდა ეწინააღმდეგება საქართველოს მანიფესტანტებისკენ მიმართულ ძალადობას.

საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფას.

,,უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, გაუმართლებლად ზღუდავს და ამავდროულად საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებებს.

#94 სკოლის თვითმართველობა მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და ამავდროულად გაითვალისწინოს მოქალაქეთა პოზიცია. ჩვენ ვართ და მუდამ ვიქნებით ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ!”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები