„საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო 14 სტუდენტი ოკუპანტებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს“ – თამარ ბელქანია

წალენჯიხის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო  სტუდენტები დაკითხვაზე გადაიყვანეს. ბელქანია ამბობს, რომ ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც ზუგდიდიან ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში გადადიოდნენ.

„დამიკავშირდენე სტუდენტები, ის სტუდენტები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში თბილისში ბათუმში, ზუგდიდში მინაწილეობას ღებულობდნენ ამ კანონის საწინააღმდეგო აქციებში. როდესაც ისინი ბრუნდებიოდნენ სახლში, გადალახეს ე.წ საოკუპაციო ხაზი დახვდათ სამი მანქანა.  14 სტუდენტი გადიყვანეს დაკითხვაზე. ჩამოართვეს ტელეფონები, მშობლებს ემუქრებიან. ერთი არის აქეთ ზუგდიდში, მასაც ურეკავენ და ემუქრებიან. მე მივმართავ ხელისუფლებას დაინტერესდეს ამ საკითხით. ამ ეტაპზე სტუდენტებთან არ მაქვს კავშირი, სავარაუდოდ ტელეფონები არა აქვთ“- განაცხადა ბელქანიამ.

მსგავსი თემები