,,არ შევთანხმებულვართ” – ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პაპუაშვილზე

შალვა პაპუაშვილმა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, თითქოს “ქართული ოცნება” სწორად მოიქცა როდესაც სანქციები არ დაუწესა რუსეთს და არ გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უარყოფს და განმარტავს:

,,ჩვენ არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა ,,გარკვეული შეშფოთება”, – წერს ლანდსბერგისი

,,შეთანხმებას” უარყოფს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი:

,,ნება მომეცით ნათლად ვთქვა სათქმელი, ჩვენ არ შევთანხმებულვართ არცერთ ნახსენებ საკითხზე. ჩემი გზავნილი საპირისპიროა: საქართველო არ მოძრაობს სწორი მიმართულებით!”, – წერს მარგუს ცაჰკნა.

მსგავსი თემები