პაპუაშვილმა აქციაზე მისვლის გამო, ევროპელ დეპუტატებს ,,ქარაფშუტა პოლიტიკოსები” უწოდა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აქციაზე მისვლის გამო, ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგაერო კომიტეტების ხელმძღვანელებს “ქარაფშუტა პოლიტიკოსების” უწოდა.

,,30 წლიანი დახმარებას გერმანიისა საქართველოს მიმართ, რომელიც იყო ყოველთვის პატივცემული ქართველი ხალხის მხრიდან, ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები საქართველოში როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ რას უკეთებენ თავის ქვეყანას, გერმანიას, მის სახელს საქართველოში.

ზუსტად ესეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც სელფის გადაღების გამო, შეუძლიათ გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისკენ და აერულობისთვის, ასეთი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც არ გვინდა გავაიგივოთ ევროპასთან”, – თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ევროპელი პოლიტიკოსები შეუერთდნენ, მათ შორის იყო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, მიხაილ როთი. სტუმრები აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მსგავსი თემები