სტუდენტებმა, 15 მაისს, 15:00 საათიდან მორიგი მსვლელობა დააანონსეს. როგორც მოძრაობა “დაფიონი” სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბებიან.
,,სტუდენტები, 15 მაისს 15 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში
საქართველოს გზა ევროპაშია!
P.S ჩვენს მსვლელობას დააკვირდება საფრანგეთის უმსხვილესი მედია – “საფრანგეთი 24” და იტალიური მსხვილი მედია – “ელ პერიოდიკო”. დასავლეთის ყურადღება და ამ საკითხში გაცნობიერება უმნიშვნელოვანესია. საბოლოოდ დავანახოთ ევროპას, რომ ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ!”, – წერენ სტუდენტები.