,,დრო მოვიდა ყველაზე ქოცურ უბანს მივაკითხოთ!” – დღეს, 8 საათზე, ვაკეში მსვლელობა გაიმართება

დღეს, 15 მაისს, 20:00 საათზე თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გასაპროტესტებლად კიდევ ერთი აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეები ვაკის პარკთან შეიკრიბებიან და ჭავჭავაძისა და აბაშიძის ქუჩებზე მსვლელობას მოაწყობენ.

,,დრო მოვიდა ყველაზე ქოცურ უბანს მივაკითხოთ!

15 მაისს 20:00ზე ვიკრიბებით ყველა ვაკის პარკთან და ვაწყობთ მსვლელობას ჭავჭავაძეზე და აბაშიძეზე, ვიკავებთ ორივე ქუჩას ერთდროულად და ვანახებთ რამდენი ვართ”, – წერენ ორგანიზატორები.

მსგავსი თემები