,,ვალდებულები ვართ ვიდგეთ ისტორიის სწორ მხარეს” – სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაფიცვას უერთდება

სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან. ისინი წყვეტენ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და ამბობენ, რომ მათი ვალია დადგნენ სწორ მხარეს:

,,მოგესალმებით სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის სახელით. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კარგად გვესმის და ვიაზრებთ თუ რამხელა საშიშროების წინ დგას თითოეული ჩვენგანის მომავალი. ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპული საქართველო და მისი ფუნდამეტური ღირებულებები.

შესაბამისად ჩვენ, სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი ვუერთდებით საერთო სტუდენტურ მოძრაობას და ვწყვეტთ სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ ვგმობთ ყველანაირი ტიპის ძალადობას, რასაც ნათლად ვხედავთ და ვეწინააღმდეგებით.

გვაწუხებს და გვტკივა ის ფაქტი,თუ როგორ უსწორდება ჩვენს თანატოლებს ჩვენივე ხელისუფლება. ასეთ დროს, როდესაც ჩვენს და ჩვენი ქვეყნის მომავალს საფრთხე ემუქრება, ვალდებულები ვართ ვიდგეთ ისტორიის სწორ მხარეს. ჩვენი ვალია დავიცვათ როგორც ერთმანეთის ინტერესი, ასევე ქვეყნის.

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არავის მივცემთ უფლებას დაანგრიოს ჩვენი მომავალი მსგავსი რეჟიმის დანერგვით. მრავალნი შეეცდებიან დაეუფლონ იმას, რაც მუდამ აშინებდათ და ვერ განჭვრეტენ რაოდენ სახიფათოა ეს! ახმაურდებიან სამარეები, სადაც ძალადობით მოკლულნი განისვენებენ. სანამ სამარეები ახმაურდებიან ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა და გავერთიანდეთ. გადავდგათ ის ნაბიჯი,რომლსაც მომავალში სიამაყით გავიხსენებთ!
არა რუსულ რეჟიმს!
არა რუსულ კანონს!

აღვნიშნავთ, რომ ზემოთ ხსენებული პოზიცია არ გამოხატავს სპორტის უნივერსიტეტისა და თვითმართველობის პოზიციას. ჩვენ განცხადებას ვაკეთბთ უნივერსიტეტის სტუდენტთა გარკევული ნაწილის სახელით, რომელიც ცხადია ერთ აზრზე დგას”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები