ქმრის მოწამვლის გამო ქალს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქალს, რომელმაც ქმრის მკვლელობა სცადა, სამწლიანი პატიმრობა ემუქრება. CNN- ის ცნობით, 39 წლის მელოდია ფელიკანო ჯონსონმა თავი დამნაშავედ ცნო. როგორც ცნობილია, ქალი მეუღლის ყავაში მათეთრებელს უმატებდა.

თავდაპირველად ეჭვმიტანილი ქმრის მოწამვლაში 2023 წელს იყო, როდესაც რობიმ (ქმარმა) ყავაში უსიამოვნო გემო იგრძნო. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა სახლში კამერების დაყენება. სწორედ კამერებმა გამოიჭირა ქალი მოწამვლაში.

კამერებში ჩანდა, რომ ქალი მათეთრებელს პირდაპირ ყავის აპარატში ასხამდა, შემდეგ კი ქმრისთვის ყავას ამზადებდა. ამის გამო, ექსპერტიზაზე ყავაში ქლორის მაღალი დონე აღმოაჩინეს.

გამომძიებლებმა სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს კონტეინერი სითხით, რომელსაც ჯონსონის აბაზანის ნიჟარის ქვეშ ინახავდა.

მიუხედავად იმისა, რომ მელოდი და მისი ქმარი ინციდენტის დროს ერთად ცხოვრობდნენ, ისინი განქორწინების პროცესში იყვნენ, იტყობინება CNN. გამომძიებლებმა თქვეს, რომ რობის „სჯერა, რომ მელოდი მის მოკვლას ცდილობდა, რათა სიკვდილის შემდეგ დახმარება მიეღო“.

მსგავსი თემები