,,თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე” – ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” აფხაზავაზე

,,თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე,” – ამის შესახებ ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სახელით, ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არამხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება. ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან,” – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები