ციურიხში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ციურიხში, პოლიციამ ავეჯის ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავა. გერმანული მედიის ცნობით, ავეჯის მაღაზიის თანამშრომლებმა, საღამოს 22:30 საათამდე, ციურიხის პოლიციას მაღაზიაში შეჭრისა და იქ მყოფი პირის შესახებ შეატყობინეს.

პოლიციის ცნობით, 44 წლის ქართველი კაცი შენობაში სავენტილაციო შახტის მეშვეობით შევიდა. პოლიციის მისვლის დროს ის ჯერ კიდევ შიგნით იმყოფებოდა და გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. მას მაღაზიაში პოლიციის მოსამსახურე ძაღლმა მიაკვლია.

დაკავებული პოლიციამ სამედიცინო შემოწმების შემდეგ დაკითხა და პროკურატურაში გადაიყვანა.

მსგავსი თემები