ნავალნის სიკვდილის გამო ავსტრალიამ სანქციები დაუწესა რუსეთის ციხის ჩინოვნიკებს

ავსტრალიამ დააწესა ფინანსური სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა რუსეთის ციხის შვიდი ოფიცრის წინააღმდეგ, რომლებსაც ადანაშაულებენ კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ციმბირის კოლონიაში, სადაც ის თვის დასაწყისში დაიღუპა. ,,ავსტრალია პასუხისმგებლობას აკისრებს პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთის მთავრობას ბ-ნი პატიმრობაში ნავალნის მიმართ მოპყრობასა და სიკვდილზე”, – თქვა ვიცე-პრემიერმა რიჩარდ მარლსმა განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დააწესეს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ნავალნის სიკვდილისა და მოსკოვის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრის საპასუხოდ.

მეტი...

ევროპის 20-მდე ქვეყნის ლიდერი დღეს პარიზში უკრაინის საკითხზე იმსჯელებს

ევროპის 20-მდე ქვეყნის ლიდერი დღეს პარიზში უკრაინის საკითხზე იმსჯელებს. როგორც საფრანგეთში აცხადებენ, ევროპელი ლიდერების გზავილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის, რომ უკრაინის საკითხებში ევროპა მტკიცეა და ისინი უპირისპირდებიან რუსეთის ნარატივს, რომ ის აუცილებლად მოიგებს ომს. „ჩვენ გვინდა ძალიან მტკიცე მესიჯის გაგზავნა პუტინისთვის, რომ ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში. ჩვენი მიზანია ამ იდეის დანგრევა. მას სურს დაგვაჯეროს, რომ ის როგორღაც გაიმარჯვებს“, – განაცხადა ელისეის სასახლის წარმომადგენელმა მედიასთან. „როიტერი“ წერს, რომ პარიზში შეხვედრას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრი სანჩესი და სხვა ქვეყნის ლიდერებიც დაესწრებიან. ხოლო…

მეტი...

„ჯერ ასეთი შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა” – ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

„ვივა მედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. მისი თქმით, ყველა დიაგნოზი, რაც „ვივა მედში“ დაისვა, აბსოლუტურად შეესაბამება სინამდვილეს. „მკურნალობის ის ტაქტიკა, რაც ჩვენ ავირჩიეთ, აბსოლუტურად თანხვედრაშია ჩვენ მიერ დასმულ დიაგნოზებთან და ახლა ფაქტობრივად, რეაბილიტაციის ფაზაში ვართ. სანამ სრულ კმაყოფილებას არ ვიგრძნობთ ჩვენ, მედიკოსები, მანამდე ალბათ, ჩვენთან კლინიკაში დარჩება. დინამიკა რომ მნიშვნელოვნად დადებითია, ამას ყველა გრძნობს“, – აღნიშნა ნადირაძემ. მისივე განცხადებით, სააკაშვილს დემენციის დიაგნოზი დასმული არ ჰქონია. „ჯერ ასეთი შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო. მთელი გულითა და სულით ვიზეიმებდით…

მეტი...

გორის გვირაბში, ორი დღის განმავლობაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 27 თებერვლის 23:00 სთ-დან 28 თებერვლის 03:00 სთ-მდე გვირაბის – სენაკი-თბილისის, ხოლო 28 თებერვლის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

მეტი...

ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოსთან, კაცმა თავის დაწვა სცადა

აშშ-ის დედაქალაქში, ისრაელის საელჩოს წინ, მამაკაცმა ცეცხლი წაიკიდა და თავის დაწვა სცადა. დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ყვირის ცეცხლმოკიდებული კაცი: “თავისუფალი პალესტინა”. აშშ-ის საჰაერო ძალების სპიკერმა მედიას განუცხადა, რომ მამაკაცი მოქმედი მფრინავია. ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესაძლო საფრთხის გამო, საელჩოსთან შესაბამისი სამსახური გაგზავნეს, თუმცა გამნაღმველებს რაიმე საშიში მოწყობილობა არ უპოვიათ.

მეტი...

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „5 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“. ბრძანებაში ნათქვამია, რომ „გენდერი“ სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც მას დაბადებიდან მოსდგამს. შესაბამისად, ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ “გენდერულად ნეიტრალური ენა, რათა გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები”. სახელმწიფო მდივნის ამ ბრძანებას დროში უცნაურად დაემთხვა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. ტრანსგენდერი ქალის…

მეტი...

,,ჩემი შვილი საქართველოში მოინათლა და ქართულსაც ვასწავლით” – ილია თოფურია

UFC-ს პირელმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში შვილის შესახებ ისაუბრა. ,,ჩემი შვილი მაგარი კაცია, მოსიყვარულე, თავმდაბალი, დინჯი, სერიოზული. მინდა იმ გზას გაჰყვეს, რომელიც მას გააბედნიერებს. მე ყოველთვის ხელს შევუწყობ. ჩემი შვილი საქართველოში მოინათლა და ქართულსაც ვასწავლით”, – ამბობს ილია თოფურია.

მეტი...

ომის 2 წლის განმავლობაში, 31 000 უკრაინელი სამხედროა დაღუპული

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, 31 000 უკრაინელი სამხედროა დაღუპული. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კრემლი, უკრაინის დანაკარგების შესახებ, გამიზნულად ავრცელებს დეზინფორმაციას. ,,ამ ომში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, არა 300 000 ან 150 000, ან რასაც პუტინი და მისი მატყუარა გარემოცვა ამბობს. მაგრამ ჩვენთვის თითოეული ეს დანაკარგი დიდი დანაკარგია”, – ამბობს ზელენსკი. მისივე თქმით, გაცილებით დიდია რუსეთის დანაკარგი – 180 000 დაღუპული და ათობით ათასი დაშავებული ჯარისკაცი.

მეტი...

დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის გაზრდას განიხილავენ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმადაც, ყოფილი ძალოვნებისთვის პირველი მაისიდან პენსია უნდა გაიზარდოს. კანონპროექტი, რომელსაც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე წარადგენს, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მისი თქმით, 2006 წლის შემდეგ პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560-ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1 000 ლარი. ცვლილებები პირველი მაისიდან ამოქმედდება.

მეტი...