ნავალნის სიკვდილის გამო ავსტრალიამ სანქციები დაუწესა რუსეთის ციხის ჩინოვნიკებს

ავსტრალიამ დააწესა ფინანსური სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა რუსეთის ციხის შვიდი ოფიცრის წინააღმდეგ, რომლებსაც ადანაშაულებენ კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ციმბირის კოლონიაში, სადაც ის თვის დასაწყისში დაიღუპა.

,,ავსტრალია პასუხისმგებლობას აკისრებს პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთის მთავრობას ბ-ნი პატიმრობაში ნავალნის მიმართ მოპყრობასა და სიკვდილზე”, – თქვა ვიცე-პრემიერმა რიჩარდ მარლსმა განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დააწესეს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ნავალნის სიკვდილისა და მოსკოვის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრის საპასუხოდ.

მსგავსი თემები