„ჯერ ასეთი შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა” – ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

„ვივა მედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. მისი თქმით, ყველა დიაგნოზი, რაც „ვივა მედში“ დაისვა, აბსოლუტურად შეესაბამება სინამდვილეს.

„მკურნალობის ის ტაქტიკა, რაც ჩვენ ავირჩიეთ, აბსოლუტურად თანხვედრაშია ჩვენ მიერ დასმულ დიაგნოზებთან და ახლა ფაქტობრივად, რეაბილიტაციის ფაზაში ვართ. სანამ სრულ კმაყოფილებას არ ვიგრძნობთ ჩვენ, მედიკოსები, მანამდე ალბათ, ჩვენთან კლინიკაში დარჩება. დინამიკა რომ მნიშვნელოვნად დადებითია, ამას ყველა გრძნობს“, – აღნიშნა ნადირაძემ.

მისივე განცხადებით, სააკაშვილს დემენციის დიაგნოზი დასმული არ ჰქონია.

„ჯერ ასეთი შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო. მთელი გულითა და სულით ვიზეიმებდით ამ ამბავს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი და არც ჩვენ ვართ ასეთი გამორჩეული კლინიკა, რომ მოვრეოდით ასეთ სერიოზულ დაავადებას“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

მსგავსი თემები