აშშ-ის დედაქალაქში, ისრაელის საელჩოს წინ, მამაკაცმა ცეცხლი წაიკიდა და თავის დაწვა სცადა. დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ყვირის ცეცხლმოკიდებული კაცი: “თავისუფალი პალესტინა”.
აშშ-ის საჰაერო ძალების სპიკერმა მედიას განუცხადა, რომ მამაკაცი მოქმედი მფრინავია.
ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესაძლო საფრთხის გამო, საელჩოსთან შესაბამისი სამსახური გაგზავნეს, თუმცა გამნაღმველებს რაიმე საშიში მოწყობილობა არ უპოვიათ.