სოსო გოგაშვილი პროკურატურაში ჩივის – ყოფილი მაღალჩინოსანი გომელაურის დაკითხვას ითხოვს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს პროკურატურაში უჩივის. გოგაშვილი მისი დაკავებისას ღირსების შემლახველი მოპყრობის დადგენას ითხოვს.

შესაბამისი განცხადებით გენერალურ პროკურატურას მისმა ადვოკატებმა უკვე მიმართეს.  გოგაშვილი  საგამოძიებო უწყებისგან  ე.წ. საშხაპის ეპიზოდით დაინტერესებას ითხოვს. გოგაშვილები ითხოვენ დადგინდეს   ჰქონდა თუ არა ადგილი მუქარას შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრისგან.

გოგაშვილის ადვოკატები სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების ხელმძღვანელის, მისი მოადგილისა და ვახტანგ გომელაურის  გამოკითხვას ითხოვენ.

,,თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ”- სოსო გოგაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები