,,მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე, შენობების დაკავებაზეც, გზების გადაკეტვაზეც, ამბოხებაზეც და რევოლუციაზეც”- ზურაბ ჯაფარიძე

“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ფიქრი, საუბარი და მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე, შენობების დაკავებაზეც, გზების გადაკეტვაზეც, ამბოხებაზეც და რევოლუციაზეც. მისი თქმით, ასეთი ფრაზების გონებაში გავლებაც კი აფრთხობს საზოგადოებას.

“ნუ უსმენთ ამ სირებს და ნუ გეშინიათ. ფიქრი, საუბარი და მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე, შენობების დაკავებაზეც, გზების გადაკეტვაზეც, ამბოხებაზეც და რევოლუციაზეც.

თუ დაფიქრდებით, მიხვდებით რომ ისე დაგაშინეს, ასეთი ფრაზების გონებაში გავლებაც კი გაფრთხობთ. ახლაც ამიტომ მორთო გნიასი ერთი ჩატით მართულმა მეძავთა ხროვამ – რომ შეგეშინდეთ.

ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება მიტაცებულია, სადაც არჩევანის უფლება წაგართვეს, სადაც უზურპატორი გაზის თავზე და გიმტკიცებს ჩემი &ლე სალამურიაო, სადაც ყველა გაქცევაზეა ვისაც არათუ ინტელექტი, არამედ ელემენტარული ინსტინქტები აქვს შერჩენილი, სადაც ვიღაც მონები ჩვენი სახელით ყოველდღიურ რეჟიმში აგინებენ მთავარ მეგობარ ქვეყანას, რომლის მხარდაჭერაზეც დგას ჯერ კიდევ თუ რამე დარჩა ამ ქვეყნის სუვერენიტეტისგან და უსაფრთხოებისგან.

აბა რაზე უნდა იფიქრო? აბა რაზე უნდა ილაპარაკო?”,- წერს ” ზურაბ ჯაფარიძე.

მსგავსი თემები