„არ იფიქროთ, რომ მე აქ რაიმე სახის თავდასხმას ვგეგმავ: ჩვენ დავბომბავთ უკრაინას ბელორუსის ტერიტორიიდან და ა.შ. არ მაქვს სურვილი, თქვენმა და ჩვენმა შვილებმა იომონ. უნდა დავმშვიდდეთ,”- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
ლუკაშენკოს განმარტებით, ბელარუსი უკრაინაზე თავდასხმას არ გეგმავს. მისივე თქმით, ათასობით უკრაინელმა შეაფარა თავი მის ქვეყანას.
„როგორ მუშაობენ. როგორი ბედნიერები არიან. რატომ? იმიტომ, რომ მწუხარება განიცადეს, გაუძლეს ომს. ეს ჩვენი ხალხია. ჩვენ არ უნდა ვაწყენინოთ”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.