“პუტინი “რუსულ მშვიდობას” დაბნეული ბიჭების და ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის საფლავებზე აშენებს” – უკრაინელი ხალხის მანიფესტი​

რუსეთთან ომის პარალელურად ვრცელდება უკრაინელი ხალხის მანიფესტი, რომელიც 15-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართულადაც.

მანიფესტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ჩემი სახელია მიკოლა გალუბეი, მე უკრაინის მოქალაქე ვარ. დღეს, მძიმე ფასად ვიცავ ჩემი ხალხის, ქვეყნისა და ევროპის თავისუფლებას. უკრაინის ისტორიაში იყო კაზაკების პერიოდი. სიტყვა “კაზაკი“,  პირდაპირი მნიშვნელობით, თავისუფალ კაცს ნიშნავს. თუ მიგაჩნია, რომ შევიწროვებულის ხმა მნიშვნელოვანია და რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ღირს, შენ შეგიძლია თავად გახდე “უკრაინელი კაზაკი“ – თავისუფალი პიროვნება, რომელიც სინათლის მხარეს დგება.

2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას, 5 საათზე, კიევში,  რაკეტების აფეთქების შემზარავი ხმის ფონზე გამეღვიძა. ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა. ამ მომენტში, ჩემი და მილიონობით უკრაინელის ცხოვრება შეუქცევადად შეიცვალა.  ჩვენი სუვერენული ქვეყანა, ჩვენი საყვარელი მიწა, უდანაშაულო ბავშვების სისხლით შეიღება. ამ სიტყვებით მივმართავ ყველა უკრაინელს და თავისუფალ ხალხს მსოფლიოს მასშტაბით: მხარი დაუჭირეთ დემოკრატიას და უწოდეთ თქვენს თავს “უკრაინელი კაზაკი“.

მსგავსი თემები