რუსმა სამხედროებმა ირპენის მოსახლეობას ცეცხლი ევაკუაციის დროს გაუხსნეს – დაღუპულთა შორის 2 ბავშვია

რუსმა სამხედროებმა ქალაქ ირპენის მოსახლეობას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები დანგრეული ქალაქიდან ევაკუირებას ცდილობდნენ – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“რადიო თავისუფლების” კორესპონდენტის ინფორმაციით კი, სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, რამდენიმე დაიჭრა.

მსგავსი თემები