მარიუპოლში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

მარიუპოლში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

“მარიუპოლში, რომელიც უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ იმყოფება, ადგილობრივი დროით 12 საათიდან დაიწყება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია”, – განაცხადა დონეცკის რეგიონული სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ.

ჰუმანიტარული დერეფანი ზაპოროჟიეში რამდენიმე ქალაქსა და დაბაში გაივლის. ევაკუაცია განხორციელდება სამი ადგილიდან ავტობუსებით, ასევე, კერძო ავტომანქანებით.

ცნობისთვის, გუშინ დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში “სიჩუმის რეჟიმი” გამოაცხადა და მოსახლეობას ქალაქიდან გავლის ნება დართო.

მსგავსი თემები