რუსი დედები ტყვე შვილებს ეუბნებიან, რუსეთში არ დაბრუნდნენ, რადგან სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ

წვევამდელების ერთ ბატალიონში, რომელიც კრემლმა უკრაინაში საომრად გაგზავნა, 100 კარისკაცი ირიცხება. 100-დან ცოცხალი მხოლოდ 3-5 ადამიანი გადარჩა. დანარჩენი პუტინის ომს შეეწირა.

ჯარისკაცები,, რომლებიც უკრაინაში ტყვედ ჩავარდნენ თუ დანებდნენ, ძირითადად წვევამდელები არიან, რომელთაც არანაირი საბრძოლო გამოცდილება გააჩნიათ. მათი ასაკი 17 წლიდან იწყება. ამბობენ, რომ არაფერი იცოდნენ სად მიდიოდნენ და არანაირ დოკუმენტზე მოუწერიათ ხელი.

ტყვეებს უკრაინელები სახლში, ოჯახის წევრებთან არეკინებენ.  მშობლები კი მათ ეუბნებიან, რომ არ უნდა დაბრუნდნენ, რადგანაც, რუსეთში მათ სამუდამო პატიმრობა ელოდებათ.

ჩანაწერი, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა, საკმაოდ მძიმე მოსასმენია. ჩანაწერს უკრაინის სამხედრო დაზვერვა ავრცელებს

რუსი ტყვე: დედა გამარჯობა.

დედა: ვანკა,  რა ხდება იქ? ვანკა, რომც ჩამოგიყვანოთ,  აქ გელოდება სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლება. 20 წლიანი ან სამუდამო პატიმრობა.

გერცენი, პოლკის მეთაურმა მითხრა, შენ მას ვერ ნახავ,  2 წლიან ან სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან-ო. მე ვეუბნებოდი რომ შენ თანხმობა არ მიგიცია ომში წასვლაზე. მან კი მითხრა, აგერ ხელში მაქვს საბუთების დასტა ხელმოწერებით-ო.

ტყვე: დედა, მე არაფერზე ხელი არ მომიწერია. რა ვქნა მაშინ მომიწევს აქ ჯდომა.

დედა: ვან გაუძელი, ჩვენ არაფრის გაკეთება შეგვიძლია.

მეორე, მამა-შვილის დიალოგი:

მამა: რა ხდება მანდ, გბომბავენ თუ რა ხდება, საშიშია მანდ ყოფნა?

ტყვე: ხო….

მამა: არ გიფიქრია უარი გეთქვა ბრძოლაზე და დაბრუნებულიყავი?

ტყვე: კი, როგორ არა… აქ ყველა დახოცეს, რამდენიმე გადავრჩით…

მამა: რას ამბობ ერთი ოცეულიდან ცოცხალი არავინ არის?

ტყვე: მხოლოდ 3 გადარჩა

მამა: ასე ყველა დახოცეს?

ტყვე: კი ასეა.

ბატალიონები რომელიც რუსეთიდან უკრაინაში გაიგზავნა, ძირითადად წვევამდელებითაა დაკომპლექტებული. ერთ ბატალიონში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადარჩა და ისინიც დატყვევებულები არიან.

ეს რომ ასეა, დუმას წევრიც ადასტურებს და პასუხს ითხოვს.

დუმის დეპუტატი აცხადებს, რომ წვევამდელები მოტყუებით წაიყვანეს ომში და ხოცავენ

 

მსგავსი თემები