ელენე ხოშტარია დააკავეს

“დროას” ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბრიფინგის დროს დააკავეს – ინფორმაცია ამის შესახებ პოლიტიკოსის facebook გვერდზე გავრცელდა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, “ქართული ოცნების” მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან, რათა ქართული პროდუქცია იქნას გატანილი რუსულ ბაზარზე. მან შენობისთვის რუსული წარმოების “კეტჩუპის” შესხმა სცადა, რა დროსაც ელენე ხოშტარია სამართალდამცავებლმა დააკავეს.

“ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მჯდომი ხალხი და პირდაპირ ვთქვათ – ბიძინა ივანიშვილი, მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსებთან იმისთვის, რომ პრაქტიკულად სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველა მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ახლა ვზრუნავდეთ, რომ მოეხრჩოს რუსული ეკონომიკა იმიტომ, რომ ეს არის ბოროტების საყრდენი, აქ აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმაზე, რომ კომფორტი შეუქმნან რუსულ ეკონომიკას და თურმე, საქართველოს პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე. აი ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს სახელმწიფოს, რაც არის პირდაპირ ღიად რუსულ სამყაროში ყოფნა.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკრაინელები ომობენ და იბრძვიან და ხვალ უკრაინა იქნება ყველაზე აყვავებული ადგილი, მათ შორის ეკონომიკურად, სადაც მთელი მსოფლიოს რესურსები იქნება მობილიზებული და სადაც არის ასევე ჩვენი პერსპექტივა.

ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა გავაპროტესტოთ, ჩვენ გვყავს ყველას ასეთი მთავრობა, მაგრამ ჩვენ არავინ არ გვაიძულა, რომ ვიყოთ უღირსები. მთავრობა არის უღირსი, ჩვენ არ ვართ უღირსები,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

მსგავსი თემები