ვაქცინირებული ადამიანებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგემება

ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაიკეთებე, სხვადასხვა წამახალისებელ აქტივობებში ჩაერთვებიან. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის წასახალისებლად სხვადასხვა შეთავაზებებს გეგმავენ.   „სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებებს ვიყენებთ, რომ მეტი აცრილი ადამიანი გვყავდეს. აგვისტოში, აცრების რაოდენობით სადღაც 700 ათასამდე გავალთ, რაც სერიოზული ნაბიჯია. სექტემბერში ეს კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. ყველაზე საუკეთესო იქნება, თუ მილიონს გავაკეთებთ. მომავალი 2-3 თვის განმავლობაში აცრა უნდა იყოს მთავარი საკითხი ქვეყანაში, რადგან სწორედ აცრებზე გადის პანდემიის დასრულება და კოვიდით სიკვდილიანობის შემცირება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. რაც შეეხება აცრილების წახალისებას, მისივე შეფასებით, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს.…

მეტი...

კობა კობალაძე ვეტერანთა რეადაპტაციისა და რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე უკრაინაში, ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, მასპინძელთა მიწვევით, იგი, ვეტერანთა რეადაპტაციისა და რეაბილიტაციის ცენტრს ’’ Yarmiz’’-ს (‘’იარმიზ’’) სტუმრობდა. ცენტრი ომის ვეტერანებისა და მოხალისეთა ინიციატივით, 2019 წელს დაარსდა და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილეთა და მათი ოჯახის წევრთა, ასევე, ომში დაღუპულთა ოჯახების ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას, მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ემსახურება, რათა საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციას შეუწყოს ხელი. ამ მიზნით, ცენტრის მესვეურებს, მრავალმხრივი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამები აქვთ შემუშავებული; ცენტრის დირექტორმა, ევგენია გუბსკამ, კობა კობალაძეს გააცნო ყველა ის პროექტი, რომლებიც ვეტერანთა რესოციალიზაციის…

მეტი...

აცრილებს შესაძლებლობა ექნებათ ლატარიაში ფული მოიგონ

მთავრობა ვაქცინირებულების წახალისებას იწყებს – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბერში იმუნიზაციის პროცესის სტიმულირების მიზნით, აცრილებისთვის პერმანენტულად ლატარია ჩატარდება და ვაქცინირებულებს შესაძლებლობა ექნებათ ფულადი ჯილდო მოიგონ.  როგორც ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე საუბრისას განაცხადა, ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს ვაქცინირებულების ბაზების შედგენაზე. სექტემბრის დასაწყისი კი, უწყება კოვიდსაწინააღმდეგი ინექციით აცრილი მოსახლეობის წამახალისებელი ლატარიის შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

მეტი...

კახა კალაძე კელი დეგნანს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო თბილისის მეწყრული ზონების მდგომარეობას. ხაზი გაესვა წარმატებით განხორციელებულ მასშტაბურ პროექტს, რომელიც ვაშლიჯვრის მეწყრული ფერდის საპრევენციოდ განხორციელდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის სტრატეგიის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს თბილისის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან გაწეული დახმარების როლს დედაქალაქის განვითარებისთვის. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და იმედი გამოთქვეს, რომ…

მეტი...

კობა კობალაძე ვეტერანთა ჰაბს ესტუმრა

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ- მაიორი კობა კობალაძე, მასპინძელთა მიწვევით, ვეტერანთა ჰაბს ესტუმრა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ვეტერანთა ჰაბის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, არტემ დენისოვი, სტუმარს ესაუბრა ჰაბის მნიშვნელობასა და ყველა იმ პროგრამაზე, რომელთა განსახორციელებლადაც ჰაბის მესვეურები ძალისხმევას არ იშურებენ. ჰაბი შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია IREX -ის მიერ ვეტერანთა რეინტეგრაციის პროგრამის განხორციელების შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადური ორგანიზაციის თანადგომით. მის დაარსებაში, წვლილი მიუძღვით ასევე, ოლენა და ვიქტორ პინჩუკების ფონდსა და არასამთავრობო ორგანიზაციას ‘’პობრატიმი’’. ჰაბი შექმნის მიზანი ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილეთა, ეროვნული გვარდიის წევრთა და მოხალისეთა, სამხედრო სამედიცინო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრთა,…

მეტი...

„ეს “სახელოვანი მეომრები” მალავენ იმიტომ, რომ თავისუფალ დროს ატარებენ თბილისში, ბათუმში, ბაკურიანში ან გუდაურში..“ – დავით ქაცარავა ოკუპანტებზე (ვიდეო)

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ქაცარავა ამბობს, უკრაინელებმა თბილისში „გრუ“ – ს ოფიცერი აღმოაჩინეს: ამ მასალის ამ ეტაპზე გასაჯაროებას არ ვაპირებდი, მაგრამ დღეს ძალიან საგანგაშო პოსტს გადავაწყდი, რომელშიც უკვე იდენტიფიცირებული გრუ-ს ოფიცერი აღმოაჩინეს ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა თბილისში, სამწუხაროდ, ჩვენმა სპეცსამსახურებმა არა…ამიტომ ვდებ ამ პოსტს და ვსვამ კითხვას, …. როგორ ფიქრობთ მეგობრებო, რატომ მალავენ ოკუპანტები თავის სახეებს, როდესაც მათ სიახლოვეს ჩვენი კამერები ჩნდებიან? ზუსტად ესე მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც ოკუპაციის ხაზთან ვიღებდით ჩვენი დოკუმენტური ფილმის, “ოკუპაციის ქრონიკები” – ს კადრებს. როდესაც ოკუპანტები გამოჩნდნენ,…

მეტი...

“ჩვენ ვერ დავიცავით პრეზიდენტი გამსახურდია, არის ჩვენი ყველას ბრალი” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ დღეს დილით ვიმყოფებოდით ჩვენი პირველი პრეზიდენტის, საამაყო კაცის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, სოფელ ხიბულაში მოვინახულეთ მისი ადგილსამყოფელი, სადაც ბოლო დღეები გაატარა ჩვენმა პრეზიდენტმა და სადაც აღესრულა. ზვიად გამსახურდია, როგორც გამორჩეული პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი, რომელმაც შესწირა თავისი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას, ტრაგიკულად შეეწირა სწორედ მთავარ იდეას – იდეას, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და სიძლიერეს და ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის გამთლიანებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული დაღუპვა ყველას ახსენებს ქვეყნისა…

მეტი...

“სამგზავრო ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის სივრცეში მოქალაქე მიიღებს უსაფრთხო მომსახურებას, ადგილზევე გაეწევა ყველა სამედიცინო დახმარება” – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამგზავრო ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის სივრცეში მოქალაქე მიიღებს უსაფრთხო მომსახურებას. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს ადგილზევე გაეწევა სამედიცინო დახმარება. „დღეს დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს. ესეც საერთაშორისო პრაქტიკაა. ევროპაში მრავალი დაბრენდილი ავტობუსია, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და კუთვნილ ვაქცინას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო სამი ავტობუსით. ვარკეთილში, გლდანში და სადგურის ტერიტორიაზე განვათავსებთ სამ ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია ათი ავტობუსის განთავსება, ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში თუ პოლიკლინიკის წერტილში.…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა.კვლევა პარტიის სოციოლოგიურმა ჯგუფმა ჩაატარა. კვლევის შედეგები მედიის წარმომადგენლებს უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გააცნო. „გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები. პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: „ქართული ოცნება“ 47,4;  „ნაციონალური მოძრაობა“ 25,2;  „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 4,9; „საქართველოსთვის“ 4,7; „მოქალაქეები“ 3,2; „ლელო“ 2,4, „პატრიოტთა ალიანსი“ 1,9; „ევროპული საქართველო“ 1,8; „სტრატეგია აღმაშენებელი“ 1,7; „გირჩი“ 1,1; „ლეიბორისტული პარტია“ 0,7;…

მეტი...

“ყველაფერი რომ დამთავრდება, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ თქვენთან ერთად” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, ღამის კლუბებში სიარულისგან თავი შეიკავონ. გამყრელიძის განცხადებით, ზომების გამკაცრების მიუხედავად, შეკრებების წესი მაინც ირღვევა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეს ბევრი მაკონტროლებელია პოლიციის, შრომის ინსპექციისა და ზედამხედველობის სამსახურების სახით. „ძალიან ბევრი მაკონტროლებელია დღეს. პოლიცია, შრომის ინსპექცია, ზედამხედველობის სამსახურები. ეს სერიოზულად გამკაცრდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ მაინც ირღვევა და ამიტომ, კიდევ ერთხელ, ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, მოდით, ცოტა ხანი, ახალგაზრდები ხართ, არა?! თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება?! როცა დამთავრდება ყველაფერი, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ თქვენთან ერთად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

შემდეგი 2 კვირის განმავლობაში ლეტალობის კლებას არ ველით, ჩვენი პროგნოზი ნეგატიურია – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მიმართულებით სტაბილიზაციაა, თუმცა ლეტალობის მაჩვენებლის კლება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, კლინიკური ჯგუფები მაქსიმალურად გაძიერებულია და ზუსტდება მკურნალობის ხარისხის ის სტანდარტი, რაც პროტოკოლშია გაწერილი. “ვირუსის გავრცელების კუთხით ბოლო დღეებში ფიქსირდება სტაბილიზაცია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლეტალობის კლების მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, ვინაიდან, ეს არის ის შემთხვევები, რომელიც ჯამურადაა დამდგარი. ამ ეტაპისთვის მაქსიმალურად გვყავს კლინიკური ჯგუფი გაძლიერებული. თენგიზ ცერცვაძე, ინეზა სულამანიძე და მარინა ეზუგბაია მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან კლინიკებში, სპეციალური გრაფიკი აქვთ გაწერილი, რის შედეგადაც კვლავ აზუსტებენ მკურნალობის ხარისხის იმ სტანდარტებს,…

მეტი...

მამაკაცი, რომელზეც ამბობდნენ, რომ პოლიტიკური ნიშნით გაიტაცეს, სინამდვილეში ბიძასთან აღმოჩნდა

თელავში “ევროპული საქართველოს” წევრის შვილი, რომელზეც ამბობდნენ, რომ პოლიტიკური ნიშნით გაიტაცეს, სინამდვილეში თელავის ერთ-ერთ სოფელში, ბიძასთან იმყოფებოდა. მამაკაცი, წუხელ პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ არანაირ გატაცებას ადგილი არ ჰქონია და მომხდარი მხოლოდ გაუგებრობაა. კომენტარი გააკეთა მამაკაცის დედამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ შვილთან სატელეფონო საუბრის დროს ინფორმაცია არასწორად გაიგო. მან პოლიციას ოპერატიული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის: “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერია გუშინ გამართულ  საგანგებო ბრიფინგზე მომხდარს გატაცება უწოდა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.  “ჩვენ გვაქვს ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე და დამატებით, ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს კავშირში იმ პირებთან,…

მეტი...

დღეიდან მოქალაქეები სამგზავრო ავტობუსებში აიცრებიან

დღეიდან მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე აიცრებიან. ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ახალი პროექტის მიხედვით, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყობა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ.   იმუნიზაცია “სინოვაკის”, “სინოფარმისა” და “ფაიზერის” ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.   ვარკეთილი, გლდანი და სადგურის მოედანი – თავდაპირველად, იმუნიზაციის პროცესი სწორედ ამ უბნებიდან დაიწყება. ეს ის ლოკაციებია, სადაც მასობრივი ვაქცინაციის სივრცეები ამ დრომდე არ იყო მობილიზებული.  მობილური იმუნიზაციის პროექტის განხორციელებას სამედიცინო ჰოლდინგი და რესპუბლიკური საავადმყოფო უზრუნველყოფს.

მეტი...

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 095 069 აცრაა ჩატარებული, 26 აგვისტოს აიცრა 26 418 პირი

27 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 095 069​ აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 26 აგვისტოს აიცრა 26 418 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 749 754 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 345 315. რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს,საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი. გარდაიცვალა 73 ინფიცირებული.

მეტი...

ვინ იყო 19 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

გუშინ ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გარდაცვლილი 19 წლის ქალი, ნორა თევზაძეა. ორსული კორონავირუსით იყო ინფიცირებული. „რატო დატოვე შენი პატარები ნორი, ჩვენ ასე ნაადრევად რატო გამოგვაკლდი, მეორე შვილი არც კი გინახავს… მეიმედებოდა რომ ნახავდი“ – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი. შეგახსენებთ, თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. “კურიერის” ინფორმაციით, ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “კურიერი” თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით. შემთხვევა ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში წუხელ მოხდა. საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 73 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 73 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი. გუშინ, 26 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით 4 128 ადამიანი დაინფიცირდა, 5 611 გამოჯანმრთელდა, 79 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 585 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 73 პაციენტი. გუშინ, 26 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 128 შემთხვევა გამოვლინდა, 5 611 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 79 კი გარდაიცვალა.

მეტი...

თბილისში კოვიდინფიცირებული ​19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში წუხელ მოხდა. საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

საქართველოს სანაპირო დაცვამ შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარა, რომელშიც დანაყოფის 100-მდე მოსამსახურე, 3 სადარაჯო ხომალდი და 5 საპატრულო კატარღა მონაწილეობდა. შსს-ს ინფორმაციით, სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს (PASSEX) და მცურავი საშუალებების საშტატო სტაციონალური შეიარაღებიდან წყალზედა მიზნებზე სასწავლო სროლების შესრულებას. საზღვაო წვრთნების მიზანს მცურავი საშუალებების კოორდინირებული მუშაობის დახვეწა, შეიარაღების სისტემების ტექნიკური შეფასება და სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის ტაქტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საზღვაო წვრთნებში რეგულარულად მონაწილეობს. 2021 წლის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი სწავლებები ჩატარდა NATO-ს წევრი ქვეყნების: ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის,…

მეტი...

პოლიციამ სვანეთსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, მესტიის, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში სამი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული ნ. დ., 1975 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.კ.-სა და 1991 წელს დაბადებულ თ.ჩ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ. დანაშაულები 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი რევოლვერი, კალაშნიკოვის სისტემის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და 10 საბრძოლო…

მეტი...

37 წლის მამაკაცი, რომელმაც დისშვილი დაჭრა დაკავებულია

საკუთარი დისშვილისთვის მიყენებული დაზიანებების გამო, სამართალდამცველებმა თბილისში 37 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 17 წლის მოზარდს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ელის. შემთხვევა თბილისში, საბურთალოზე მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ ნათესავებს დაპირისპირება ბინის გამო ქონდათ, თუმცა კამათის ხმა მათ არ გაუგიათ. “ბიძასა და დისშვილს შორის, ყოფით ნიადაგზე სიტყვიერი შეკამათება მოხდა, რა დროსაც, როგორც შემდეგ გაირკვა, ბიძას დაუჭრია დისშვილი. მძიმედ არ არის დაჭრილი, მცირე დაზიანება ჰქონდა. ყოფით ნიადაგზე მოხდა, სახლი ამ ბიჭს ეკუთვნის და თუ არ ვცდები,…

მეტი...

“ორსულებო, აიცერით სასწრაფოდ!” – ნანა გეგჭკორი მიმართვას ავრცელებს

„ორსულებო, აიცერით სასწრაფოდ და ასე დაიცავით თავიც და პატარაც“,- ამერიკაში მოღვაწე ექიმი, ნანა გეგჭკორი მიმართვას ავრცელებს. „ორსულებო, აიცერით სასწრაფოდ და ასე დაიცავით თავიც და პატარაც. აცრის კომპoნენტები არ გადის პლაცენტის ბარიერს და ვერ მიაღწევს ნაყოფამდე. თქვენს მიერ გამომუშავებული ანტისხეულები კი გადიან პლაცენტის ბარიერს და უმრავლეს შემთხვევაში ბავშვი უკვე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიტეტით დაიბადება. Pfizer-ზე ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად აჩვენა რომ ორსულების აცრა უსაფრთხოა ნებისმიერ ტრიმესტრში. აცრა დაგიცავთ კოვიდის რთული ფორმებისგან და სიკვდილისგან. ვაქცინაციით უკვე მუცლაყოფნის ასაკიდან იზრუნებთ თქვენს პატარაზე. მეძუძურო დედებო, აიცერით სასწრაფოდ, გთხოვთ. უსაფრთხოა ვაქცინაცია თქვენთვისაც და პატარასთვისაც. აცრის კომპონენტები დედის რძეში…

მეტი...

არის ვაქცინა და არის საფლავი – შეგიძლიათ აირჩიოთ – ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი

“არის ვაქცინა და არის საფლავი – შეგიძლიათ აირჩიოთ,“ – ასე მიმართა საზოგადოებას ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აცრა აცრა პანდემიასთან გამკლავების ერთადერთი გამოსავალია. „ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვალდებულება – სიყვარული. სიყვარული კი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მეზობელზე ზრუნვასაც გულისხმობს. შეიძლება მე ვფიქრობდე, რომ არ დავინფიცირდები, მაგრამ ამის გარანტია არ არსებობს. შემიძლია კი, ავიღო პასუხისმგებლობა, რომ მე არ ვიქნები ის, ვინც გადასდებს სხვას ვირუსს?”. – განაცხადა ათენის მთავარეპისკოპოსმა.

მეტი...

გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის ვეტერანების საქმეთა სამინისტროსთან

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრთან, გენერალ-მაიორ იულია ლაპუტინასთან შეხვედრა გამართა.  შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს – პარტნიორულ ურთიერთობებზე, უკრაინასა და საქართველოს შორის ვეტერანთა საერთაშორისო და ეროვნული რეინტეგრაციის პრაქტიკის გაცვლაზე, ისეთი ერთობლივი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ვეტერანთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, სახელმწიფოს აღმშენებლობისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში ვეტერანთა გამოცდილებისა და ინტელექტუალური პოტენციალის უფრო ეფექტიან გამოყენებას.  შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროინტეგრაციის საკითხებში, ალექსი ილიაშენკო.…

მეტი...

“ღარიბაშვილს ვურჩევდი, გახარიას კომპლექსი რამენაირად დაძლიოს და საქმეს მიხედოს” – პარტია „საქართველოსთვის“

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახაბერ ქემოკლიძე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას  „ფეისბუქ“ პოსტის მეშვეობით პასუხობს. ქემოკლიძის თქმით, ღარიბაშვილს ურჩევს, ფუჭი კომენტარების კეთების ნაცვლად, კოვიდ მენეჯმენტით დაკავდეს და საქმეს მიხედოს. „მოვისმინე პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება და უნდა ვთქვა, რომ არ გაუმართლა ბ-ნ პრემიერს – კომენტარის დაწერა გადავწვიტე. 1. გახარია 2013 წელს ჩამოვიდა და 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიაო. ბ-ნი კობახიძე, ბ-ნი მდინარაძე და სხვები (მაშინდელ ენმ-ის წევრებზე აღარ ვსაუბრობ დღეს რომ ლურჯი მაისურები აცვიათ ამაყად) ალბათ 2011-2012 წელს განსაკუთრებით იბრძოდნენ „ღდო“-ს (ღრმა დაშიფვრის ოფიცერი) სტატუსით ხომ, რადგან…

მეტი...

27 აგვისტოდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება იზღუდება

2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე – განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დროებით შეჩერება არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის. “შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით პფაიზერის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

ბათუმში ყვავილების მაღაზიაში გასაქურდად შესულმა პირმა 1 დოლარი მოიპარა

ბათუმში უჩვეულო ქურდობა მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მაღაზიაში მალულად შეაღწია და 1 დოლარი მოიპარა. “პრაიმტაიმს” ფაქტი შემთხვევის ადგილზე დაუდასტურეს. საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მეტი...

“ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ქართულმა ჯარმა ღირსეულად იმსახურა და აქვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მისიას დანაკარგების გარეშე არ ჩაუვლია.  “ჩვენი 32 გმირი სამხედრო შეეწირა აღნიშნულ მისიას და ძალიან ბევრმა მიიღო საკმაოდ მძიმე დაზიანება. რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას ნატოსა და საერთაშორისო მისიებში, ჩვენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი მონაწილე, ვაგრძელებთ მონაწილეობას ჰუმანიტარულ ოპერაციებში, კერძოდ, რამდენიმე დღეა, საქართველო აქტიურად არის ჩართული, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ტრანზიტული ფუნქციის შესრულების საკითხში. უკვე, დაახლოებით, 2 ათასამდე ადამიანის გატარება მოხდა ტრანზიტულად ჩვენი ქვეყნის მეშვეობით. ძალიან წარმატებული ოპერაციები განხორციელდა, ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობით და ძალიან…

მეტი...

ქუთაისში კოვიდინფიცირებული 24 წლის ორსული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” საკეისრო კვეთის შემდეგ 24 წლის გოგო გარდაიცვალა. კლინიკის კოვიდგანყოფილების მენეჯერის, მამია ყიფიანის ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში 20 აგვისტოს ბათუმიდან შეიყვანეს. გადაუდებელი მდგომარეობის გამო, 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა. კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას ფილტვების 70% ჰქონდა დაზიანებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული. რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალშობილი კორონავირუსით ინფიცირებული არ არის. 

მეტი...

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პანკისელებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პანკისელებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ გადაწყვეტილება ორსაათიანი სხდომის შედეგ მიიღო, მანამდე კი პრესისთვის პროცესი დახურულად გამოაცხადა. მან სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. ადვოკატ ანა ლილუაშვილის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5 პირს პოზიცია არ შეუცვლია და ისინი დანაშაულს არ აღიარებენ.  ის დაკავებული ხუთი პირიდან ორს – მაგომედ მაჩალიკაშვილს და იუსუფ ცათიაშვილს იცავს. სუსის ინფორმაციით, პანკისში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები, სავარაუდოდ კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ – ფარულ ჩანაწერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

მეტი...

ზურაბ ზვიადაური კლინიკაში გადაიყვანეს

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, თოდუას კლინიკიდან 2 საათიანი კვლევების შემდეგ, ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მას ხერხემალი აწუხებს და არ არის გამორიცხული მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდეს. კლინიკაში იმყოფებოდნენ ზურაბ ზვიადაურის ოჯახის ახლობლები და მისი ადვოკატი. როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, ზურაბ ზვიადაურს ხერხემლის პრობლემა დიდი ხანია აწუხებს, მას რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, კვლევების შემდეგ, მას ქირურგიული ჩარევა კიდევ ერთხელ დასჭირდეს. 9 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, ზურაბ ზვიადაური დააკავეს. თელავის სასამართლომ, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატებმა გაასაჩივრეს, თუმცა გუშინ გახდა ცნობილი,…

მეტი...

“გეგუთის გარდა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით გეგუთის გარდა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება. “მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში ძალიან კარგად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და დიდი ნაწილი თანამშრომლების, ასევე, ბრალდებულების და მსჯავრდებულების, ორი დოზითაა ვაქცინირებული. ამდენად, ინფექციის შიდა გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული. გეგუთის შემთხვევაში, ნამდვილად დაფიქსირდა: თავდაპირველად, 1 შემთხვევა საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი პირი გაიტესტა რამდენჯერმე, თუმცა, 2 ტესტირების შედეგად პასუხი არ დადასტურდა და მხოლოდ მესამე ტესტირების შემდეგ მოხდა დიაგნოზის დადასტურება. ის მის თანამესაკნეებთან ერთად, უსიმპტომოა ყველა. რაც შეეხება გეგუთში მყოფ სხვა პირებს, ისინი გადავიდნენ აქტიური ტესტირების რეჟიმში. ინფექციის შემთხვევები სხვაგან არსად დაფიქსირებულა,”-განაცხადაც თამარ გაბუნიამ. 

მეტი...

“არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან გამოიცა დეტალური რეკომენდაციები” – თაამრ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ შარშან გამოსცა დეტალური რეკომენდაციები, რომლებიც ითვალისწინებს წესებს, როგორ უნდა ჩატარდეს შეხვედრა, ვის, რა პერიოდულობით უნდა ჩაუტარდეს ტესტირება, ვინ ექვემდებარება ვაქცინაციას და ეს პროცესი აქტიურია. „სხვა დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება საარჩევნო პროცესში ამ რეკომენდაციების დაცვა. რა თქმა უნდა, მობილობის მატება, ზოგადად, არჩევნების პროცესში აღინიშნება და გასულ წელსაც ჩვენ გვქონდა იმის გამოცდილება, რომ თავად არჩევნების დღეს კი არა, ამასთან დაკავშირებული სხვა არაბუნებრივი მობილობა, ქუჩის აქციები, სხვა, ეს ყველაფეერი უფრო საზიანო აღმოჩნდა ეპიდემიური მიმდინარეობისას. ამდენად, ჩვენ დღეს გვაქვს…

მეტი...

“79 არავაქცინირებული გარდაცვლილი, ახლა აუცრელობა და ნიღბის არტარება ომში დეზერტირობის ტოლფასია” – ბიძინა კულუმბეგოვი

საქართველოში არსებული მძიმე ეპიდვითარების ფონზე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას კვლავ აცრისკენ მოუწოდებს. კუმბეგოვის შეფასებით, “აუცრელობა და ნიღბის არ ტარება ომში დეზერტირობის ტოლფასია”. “79 არავაქცინირებული გარდაცვლილი. გთხოვთ, ატარეთ სამედიცინო ნიღაბი, სოციალური ურთიერთობები მაქსიმალურად შეამცირეთ და რაც შეიძლება სწრაფად, შენ და შენი ახლობლები ასაცრელად წადით! მეტი გზა უბრალოდ არაა, ომში ვართ და გენერლები არსად ჩანან,”- წერს სოციალურ ქსელში ბიძინა კულუმბეგოვი. შეგახსნებთ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 1-26 აგვისტოს კი ვირუსს 1208 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 7 028 ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

“ოპონენტებს, რომლებიც საკუთარი ტელევიზიებით ჯერ კიდევ ძალადობენ მოსახლეობაზე, შევახსენებ, რომ საქართველოში მოძალადეების დრო დასრულდა და ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში” – პრემიერი

მინდა, შევახსენო ოპონენტებს, რომლებიც საკუთარი ტელევიზიებით ჯერ კიდევ ძალადობენ მოსახლეობაზე და მუდმივად სტრესის ქვეშ ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას, პანიკას თესავენ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ საქართველოში მოძალადეების დრო დასრულდა და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ვინაიდან ქართველი ხალხი ბრძენია, იცის კეთილისა და ბოროტის, შავის და თეთრის გარჩევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში, არაერთი პროექტი განხორციელდა ყველა ქალაქში, რეგიონსა და მუნიციპალიტეტში, არსებობს რეალური, ხელშესახები პროგრესი, იქნება ეს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, რეალური წარმოების განვითარების, ინფრასტრუქტურის, რეგიონების განვითარების, განათლების,…

მეტი...

“სამი წელი, 2024 წლამდე არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, ეს უნდა იყოს აღმშენებლობის, განვითარებისა და წინსვლის პერიოდი” – ირაკლი ღარიბაშვილი

მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გვექნება არჩევნები, რაც მართლაც უნიკალური პერიოდია, ვინაიდან თუ გადახედავთ ბოლო რვა წელიწადს, თითქმის ყოველ წელს გვაქვს არჩევნები; შვიდი არჩევნები რვა წელიწადში მართლაც ძალიან ბევრია. ასე დაემთხვა, მაგრამ ახლა ემთხვევა ისე, რომ სამი წელი არ იქნება არჩევნები – 2024 წლამდე. შესაბამისად, მომდევნო სამი წელი უნდა იყოს აღმშენებლობის, განვითარებისა და წინსვლის პერიოდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სამეგრელოს რეგიონში განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ათეული ახალი საწარმო დაფინანსდა და რამდენიმე ათეულ მილიონ…

მეტი...