ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პანკისელებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პანკისელებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლემ გადაწყვეტილება ორსაათიანი სხდომის შედეგ მიიღო, მანამდე კი პრესისთვის პროცესი დახურულად გამოაცხადა.

მან სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

ადვოკატ ანა ლილუაშვილის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5 პირს პოზიცია არ შეუცვლია და ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. 

ის დაკავებული ხუთი პირიდან ორს – მაგომედ მაჩალიკაშვილს და იუსუფ ცათიაშვილს იცავს.

სუსის ინფორმაციით, პანკისში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები, სავარაუდოდ კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ – ფარულ ჩანაწერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

მსგავსი თემები