“გერმანიის ელჩის ბოლო განცხადებები აცდენილი იყო საერთაშორისო მეგობრობის პოზიციასთან” – რომან გოცირიძე

გერმანიის ელჩის ბოლო განცხადებები აცდენილი იყო საერთაშორისო მეგობრობის პოზიციასთან, ის ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ელჩის, აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომლებიც ამბობდნენ, რომ შეთანხმება არ არის სრულად შესრულებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჰუბერტ ქნირშის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა. „ელჩის პოზიცია იყო, რომ რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი თურმე არ ყოფილან მოხსენიებული ამ შეთანხმებაში გვარებით და სახელებით, რაც არ არის სწორი. თავად გერმანელი პოლიტიკოსები ადასტურებენ იმას, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, მათ შორის ევროპარლამენტიდან, ისევე როგორც ამას ადასტურებენ აშშ-ის სენატში და საგარეო კომიტეტში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო სამწუხარო შეცდომა და თუ გადაამოწმებს ელჩი თუნდაც საკუთარი სახელმწიფოს პოზიციას…

მეტი...

საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიმ განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, მოქალაქეებს არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ევალებათ, მხოლოდ საჭიროა, დარეგისტრირდნენ 15 ივლისამდე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პორტალზე, ხოლო საზღვრის კვეთის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღებს. ​დღეისათვის სახელმწიფოს დახმარება პანდემიის პერიოდში დაზარალებულმა უკვე 105 ათასამდე თვითდასაქმებულმა პირმა მიიღო. 26 ივნისიდან კი, კომპენსაციის მიმღები ბენეფიციართა წრე გაფართოვდება და ის დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ, დახმარებას, ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ. 26 ივნისის, საქართველოს მთავრობის 388-ე…

მეტი...

“საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება, თუ ვინმე “ნაცმოძრაობას” არ გაურიგდა” – გია ვოლსკი

საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება, თუ ვინმე “ნაცმოძრაობას” არ გაურიგდა უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი გამორიცხავს, რომ პარლამენტში მესამე მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება. ამის შესახებ მან კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, თუ კანონპროექტი ჩავარდა, ეს უმრავლესობის პასუხისმგებლობა ვერ იქნება. “უმრავლესობის პასუხისმგებლობა ვერანაირად იქნება და საკონსიტუტციო ცვლილებებიც ვერ ჩავარდება, თუკი ვინმე არ გაურიგდა ნაცმოძრაობას და მათ ქვედანაყოფებს”, – თქვა მან. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს. მათი თქმით, უმრავლესობამ გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს და ამ შემთხევაში მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილობას. კენჭისყრის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში რურუას პროცესი…

მეტი...

“ნათელაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანულ სახელმწიფოს” – ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია არის აბსოლუტურად აჭრილი და ვეღარ აკონტროლებს საკუთარ სიტყვებს, – ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია. “ჩვენ ბოდიშიც მოვიხადეთ იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქე ასეთ რამეს კადრულობს. ჯერ ბოკერიამ და მისმა მეუღლემ გააკეთეს შეურაცხმყოფელი განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ და ამას უკვე მოჰყვა ნათელაშვილის განცხადება, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანულ სახელმწიფოს, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოვუხადოთ გერმანიის ელჩს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე აკეთებს ასეთ განცხადებებს, მითუმეტეს, საუბარია ოპოზიციის გამოკვეთილ ლიდერზე…

მეტი...

ჩუმლაყში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გუშინ მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის ხელმძღვანელის, გელა ორველაშვილის განცხადებით, პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ერთი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. „პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, მას დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა გულმკერდის არე, ასევე გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა კისრის მიდამოში. პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური“, – განაცხადა გელა ორველაშვილმა. შემთხვევა გუშინ საღამოს, სოფლის ცენტრში მოხდა. მამაკაცებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის…

მეტი...

“დღევანდელი მონაცემებითაც ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კვლავ გრძელდება კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება. „დღევანდელი მონაცემებითაც ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რონ ამდენი ხანია უკვე გვიგრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება. დაგვემატა კვლავ ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა, იყო 924 და ამჟამად არის 926. გამოჯანმრთელებულების რიცხვი ექვსით გაიზარდა და ახლა 791-ია“, – განაცხად ეზუგბაიამ. მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მხოლოდ 120 პაციენტი მკურნალობს და გამოჯანმრთელებულების რიცხვმა 85 პროცენს გადააჭარბა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევბი იმპორტირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია. საუბარია სატვირთო ავტომანქანის მძღოლებზე. „ორივე დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია, ეს გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, შემოტანილი შემთხვევებია ორივე“,- აღნიშნა ეზუგბაიამ. მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მხოლოდ 120 პაციენტი მკურნალობს და გამოჯანმრთელებულების რიცხვმა 85 პროცენს გადააჭარბა.

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ეს არის ისტორიული შეთანხმება, რომელსაც მაქსიმალური გაფრთხილება სჭირდება. „მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, იმ უდიდესი შრომისთვის, რომელიც გასწიეთ ამ ცვლილებების შემუშავებისთვის. ეს არის ნამდვილად ისტორიული ცვლილებები. ეს არის ისტორიული შეთანხმება და ამ ისტორიულ ცვლილებებს სჭირდება მაქსიმალური გაფრთხილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი, „ქართული ოცნების“ გუნდი 92 პარლამენტის წევრი სრულად დაუჭერს მხარს პლენარულ სხდომაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები შემუშავდა სრული კონსენსუნსით და თქვენი როლი ამ ტექსტის შემუშავებაში ამ ტექსტის საბოლოო დახვეწილი ფორმით ჩამოყალიბებაში არის უდიდესი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. კომიტეტის…

მეტი...

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 482 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 482 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში გამოვლინდა ვირუსის 25 127 შემთხვევა. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 11 254 ადამიანი. „კოვიდ-19“-ს სომხეთში 433 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცალკე აღრიცხავს იმ კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალებას, რომელთა სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადებები იყო. სომხეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 143 ასეთი პაციენტის გარდაცვალებაა აღრიცხული.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 926 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 791-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2819 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.

მეტი...

“კორონავირუსის ვაქცინას, დიდი ალბათობით, ეფექტიანობის მხოლოდ 70-75-პროცენტიანი მაჩვენებელი ექნება” – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, დიდი ალბათობით, ეფექტიანობის მხოლოდ 70-75-პროცენტიანი მაჩვენებელი ექნება. ამის შესახებ ენტონი ფაუჩიმ „სიენენთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. „საუკეთესო შედეგი, რაც კი ვაქცინით მიგვიღია, ეს წითელას ვაქცინა იყო, რომელსაც ეფექტიანობის 98-97-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. არაჩვეულებრივი იქნება, თუ ამას მივაღწევთ, თუმცა არ მგონია, ეს მოხდეს. მე 70-75-პროცენტიანი ეფექტიანობის მაჩვენებელიც დამაკმაყოფილებს“, – განაცხადა ფაუჩუმ. ​ამასთანავე, აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ ვაქცინის შექმნის შემთხვევაშიც კი, აშშ-ში ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების შანსები დაბალია, რადგან მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს. „სიენენის“ მიერ გასულ თვეში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა,…

მეტი...

სოფელ ჩუმლაყში მკვლელობა მოხდა

გუშინ, გვიან ღამით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მამაკაცი, ხოლო ერთი მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, გელა ორველაშვილმა განუცხადა, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. „რამდენიმე წუთის წინ სასწრაფომ კლინიკაში შემოიყვანა 28 და 30 წლის მამაკაცები. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა“, – განაცახადა ორველაშვილმა. ჩუმლაყში მობილიზებულია პოლიცია და კრიმინალისტიკური სამსახური. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რა გახდა შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი, დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით დღეს უყრის კენჭს

საკანონმდებლო ორგანოში საკონტიტუციო ცვლილებების მესამე და საბოლოო კენჭისყრა დღეს გაიმართება. ამ დრომდე პოზიციის შეცვლას არ აპირებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ გეგმავენ და ამბობენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა არ ექნება. ცვლილებებს მხარს უჭერენ „პატრიოტთა ალიანსი“, „დამოუკიდებელი დეპუტატები“ და საპარლამენტო უმრავლესობა, რომელთა ხმებიც ცვლილებების მისაღებად საკმარისი იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას 116 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. „ძველმა ოპოზიციამ უკვე მიიღო თავისი გადაწყვეტილება. წინა კენჭისყრაზე მათ მხარი არ დაუჭირეს და ამით დააფიქსირეს თავისი უპასუხისმგებლობა პოლიტიკური შეთანხმებისა და დემოკრატიის მიმართ. ისინი აღმოჩდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. სანაცვლოდ,…

მეტი...

“რატომ გვკლავს მეორედ ეს ბოროტი ადამიანი თავისი პოლიტიკური შიზოფრენიის გამო?!” – გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ნიკა გვარამიას მიმართავს

„მე და ბავშვის ოჯახმა გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად გიყვარდა გიორგი, გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად ერთგული ხარ ჩვენივე საკუთარი ოჯახის, გავიგეთ, რომ სისხლის სამართლის ვირტუოზი ბრძანდები, მაგრამ ერთი რამ ვერცერთმა ვერ გავიგეთ-სლუკუნით და ცრემლების ღვარღვარით დაწყებული გადაცემა რატომ უნდა მთავრდებოდეს პოლიტიკური მოწოდებებით“,  – ასე მიმართავს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ნიკა გვარამიას. მირიან ნიკოლაძე თვლის, რომ გარკვეული პირები და ჟურნალისტები, ტრაგედიის პოლიტიზირებას და სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. მირიან ნიკოლაძე ტელეკომპანია „მთავარის“ ღამის ეთერს ეხმაურება. „საბოლოო ჯამში, დღეს საღამოს, ჩემი სამსახურიდან მორიგი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ სწორედ მთავარი არხის ჟურნალისტს ვუთხარი, რომ არ მჯეროდა…

მეტი...

პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს. აღნიშნულ ცვლილებებში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული, რომლის მიზანია ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს გამჭირვალე არჩევნების ჩატარებას. ცვლილებების შემუშავებასთან დაკავშირებით უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც შედიან. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო იმ რეკომენდაციებზე მუშაობს, რომელთა გათვალისწინებაც არჩევნების დღეს აუცილებელი იქნება. „ჩვენ ამ კვირაში დავიწყებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვას დავიწყებთ სამშაბათს. შემდგომ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე უნდა…

მეტი...