სოფელ ჩუმლაყში მკვლელობა მოხდა

გუშინ, გვიან ღამით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მამაკაცი, ხოლო ერთი მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, გელა ორველაშვილმა განუცხადა, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

„რამდენიმე წუთის წინ სასწრაფომ კლინიკაში შემოიყვანა 28 და 30 წლის მამაკაცები. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა“, – განაცახადა ორველაშვილმა.

ჩუმლაყში მობილიზებულია პოლიცია და კრიმინალისტიკური სამსახური. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რა გახდა შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი, დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები