“დღევანდელი მონაცემებითაც ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კვლავ გრძელდება კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება.

„დღევანდელი მონაცემებითაც ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რონ ამდენი ხანია უკვე გვიგრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება. დაგვემატა კვლავ ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა, იყო 924 და ამჟამად არის 926. გამოჯანმრთელებულების რიცხვი ექვსით გაიზარდა და ახლა 791-ია“, – განაცხად ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მხოლოდ 120 პაციენტი მკურნალობს და გამოჯანმრთელებულების რიცხვმა 85 პროცენს გადააჭარბა.

მსგავსი თემები