თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მიზნობრივი ვიზა დასჭირდებათ

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად აუცილებელია მიზნობრივი ვიზის აღება.

„თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -USHAŞ მიერ გაცემული ნებართვის მიღების შემდეგ, საჭიროა, რომ აიღონ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზა, რისთვისაც უნდა მიმართონ თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურს ან ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს“, – აღნიშნულია თურქეთში საქართველოს საელჩოს „ფეისბუქგვერდზე“.

მსგავსი თემები