არასრულწლოვანი დედა, რომელმაც ახალდაბადებული ეზოში დატოვა დაკითხულია

არასრულწლოვანი დედა, რომელმაც თავიდან მოშორების მიზნით ახალდაბადებული ჩვილი ეზოში დატოვა, სამართალდამცველებმა დაკითხეს და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. თავდაპირველი ინფორმაცით, დედამ “არასასურველი” ჩვილი მე-6 სართულის ფანჯრიდან გადააგდო.  

როგორც “მედიაცენტრმა მთავარმა” გაარკვია, ეზოში დაგდებული ჩვილის ცხედარი გლდანულაში მეეზოვე ქალმა იპოვა და პოლიციას გამოუძახა, რის შემდეგაც, სპეციალური წესების დაცვითა და შესაბამისი შეფუთვით, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიტანეს.

მეზობლების ინფორმაციით, 17 წლის გოგონა ორსულობას მალავდა. მან სახლის პირობებში იმშობიარა. ახალშობილი კი თავიდან მოსაშორებლად ფანჯრიდან ქუჩაში გადააგდო. 

ადგილზე კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

არასრულწლოვანი დედა სამართალდამცველებმა განყოფილებაში გადაიყვანეს, დაკითხეს და გამოძიეა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები