,,ნუ ყაყანებ აქ, გადი აქედან“- „როგორ მელაპარაკები?”- ხმაური პარლამენტში

,,ახლა გაახსენდათ, მშობლები და შვილები. ჩვენც გვყავს მშობლები და შვილები, რას აპირებდით ამ კანონის შემოტანით?“- ამ სიტყვებით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ, უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას მიმართა.

სიტყვიერი დაპირისპირება ირაკლი ზარქუას გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ”ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტზე გააკეთა, რომელიც მის სიძეს შეეხებოდა.

„ნამუსი, მორალი არ გაქვს?! ნუ ყაყანებ აქ, გადი აქედან“, – მიმართა დაჩი ბერაიამ ხატია დეკანოიძეს. აღნიშნულ რეპლიკას ხატია დეკანოიძემ უპასუხა:

„როგორ მელაპარაკები? შენ ვის მორალზე ლაპარაკობ, საერთოდ?!“- უპასუხა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები